შორეული გზის სამეფო – ევგენი ბრეიგერი

შენ მას იცნობდი. ჩუმი იყო, მთებს მზერით ყლაპავდა.
ის შეგეხო, წყლის შროშნების მსგავსად, სიბნელეში თავს რომ გესხმიან,
პორტალების მსგავსად, შიშებად რომ იქცნენ.
როგორც ამოთქმული სიტყვა, წერტილი,  ის შენ გეკუთვნის.

ცოდნა უსარგებლოა, მიმართულება უფორმო. მანძილი
ფორმას განსაზღვრავს. დედამიწის ასაკი მცირეა. მან თქვა,
რომ თვლა იწყება გომბეშოს პირველი სიმღერით.
მოგონება გზას უმადლის თავის სახელს. ჯერ კიდევ ღმერთამდე
განისაზღვრა ახალშობილების ღრმული. შენც შეიმეცნე.
თავს წყალქვეშ იჭერ. შენს სახეში
თევზი კითხულობს სინათლის რეფრექციას და იქ ცურავს.
თევზში ოთახია რომელსაც არასდროს ტოვებ. კარი
იმ სამეფოში ტოტებივით იფურჩქნება გაზაფხულზე.
ცივა. ის შენს თავს ორბიტასავით ატრიალებს,
აბრუნებს მას დასაწყისში, ქვესკნელში,
შენობაში, რომელიც მხოლოდ მისალმებისგან შედგება, სანამ ის წავა.

ხეტიალი ხეობისკენ, ჰაერის გასერვისკენ
სურნელი ფრინველების ზურგზე, რომელიც გაბრუებს.
ის იხდის დახურული ფილტვებით და ღია პირით
მხოლოდ და მხოლოდ ბუდის ასაგებად. რადგან დაფრინავს,
ის მძიმეა. უცნაური მომენტი, როცა იღვიძებ,
სიზმარში, როგორც ხაზი და სიზმარი, გემორჩილება
სურათში მის გაშლილ ხელს წარწერა ემატება,
და თავს იწამებს კითხვით – სად იყავი დაბადებისას?

 

თარგმნა თეონა კომახიძემ