Saturnlyrik -
  • მთავარი
  • პოეზია
  • სხვა
    • პროზა
    • ინტერვიუ
    • კრიტიკა და ესსე
  • პროექტები
  • ავტორები
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
Browsing Category
Scribbles ბლოგი

A DAY AT THE BEACH

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat. Ut veniam, quis nostrud exerci tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsanet iusto odio dignissim qui blandit praesent. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum.

Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum. Typi non habent claritatem insitam; est usus legentis in iis qui facit.

Continue reading
Uncategorized

ინტერვიუ თეო კომახიძესთან

სკა: ეს კითხვები შევადგინე იმავე მუსიკის ზემოქმედების ქვეშ, რომელშიც ვიყავი შენს კითხვებზე პასუხების გაცემისას.  Wolves In The Throne Room-ის მუსიკას ვგულისხმობ. ისინი მსმენელებს მოუწოდებენ არ მოიხმარონ ნარკოტიკები მათი კონცერტის დროს და მუსიკას დაწოლილ მდგომარეობაში მოუსმინონ. როგორია მდგომარეობა, რომელშიც შენი ლექსები უნდა წაიკითხოს ან -, რომელშიც შენ უნდა იყო წერის დროს?

თეო: არ ვსტილიზირდები. შემიძლია ვწერო სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ სუბსტანციებში ყოფნისას. აქედან გამომდინარე, არ მინდა კონსტიტუირდეს რაიმე სახის მდგომარეობა, რომელშიც უნდა წამიკითხონ, მინდა ყველაფერს სპონტანური, მოუწესრიგებელი ელფერი ქონდეს. არაბულ ენაში არის სიტყვა Mascoon, რომელიც ზუსტი თარგმანით აღნიშნავს „დასახლებულს“, ასევე ის არის რაღაცით შეპყრობილის შესატყვისი. უბრალოდ ვისურვებდი რომ მკითველი თავისი შამანური ბნელნათელი ფესვებით დასახლებულიყო ჩემს ლექსებში.

სკა: შენს ლექსებში კადრირების პრინციპით გვხვდება ესენციები, მინერალები, აბსტრაქციული ნეოლოგიზმები.. ყველა წინადადება თუ სტრიქონი ცალკეული, სიზმრისეული კადრია. თითქოს მათ ერთდროულად სხვადასხვა, პარალელური ემოციების ფონზე ადგენ. ერთ–ერთ ლექსში, „ნაგაზური შუქნიშნები“, პროგრამული კოდებიც გაქვს გამოყენებული. შეიძლება ითქვას, რომ რასაც კადრები ვუწოდე, შენს შემთხვევაში კოდებია? რისთვის წერ მათ?

თეო: ბრეტონის ინტერპრეტაციას მოვახდენ. მე მჯერა, რომ ორი განსხვავებული მდგომარეობა, სიზმარი და რეალობა, წერისას ერთ მატერიად, სიურეალობად გადაიქცევა. ჩემი ლექსების თემატიკა უმეტესად საკუთარი სიზმრებითაა ინსპირირებული. ვფიქრობ, რომ ლექსის წერის მომენტში,  მათი ერთ ელემენტად გარდაქმნა ხდება. პოეზიაში ჯერჯერობით არ გამომიყენებია პროგრამული კოდები, თუმცა შეიძლება მოვიდეს ამგვარი ექსპერიმენტის დროც.  რაც შეეხება ნაგაზურ შუქნიშნებს, იქ გამოყენებული მაქვს html ფერების ერთ-ერთი კოდი. ამ ლექსის დაწერის დღეს, ერთ-ერთ ვებსაიტს ვაკეთებდი ამ ფერში და შემდეგ გონებაში ჩამრჩა. როცა სახლისკენ მივდიოდი, ტყით შემოსაზღვრული გზის გავლით, ბნელოდა და გზაჯვარედინის გადაკვეთისას, მომეჩვენა რომ შუქნიშნები „მიყეფდნენ“. რაც პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, უბრალოდ მოულოდნელი შიში ვიგრძენი, რომელსაც ჩემი იმპულსები დაექვემდებარნენ.  შუქნიშნების ქვემოთ, მიწის სიღრმიდან ხმა ამოდიოდა. მინდოდა იმ ადგილს სწრაფად გავცლოდი და როცა სამყაროს მიმართ კიდევ უფრო გაუცხოვებული, სახლში დავბრუნდი, მეტად გავიაზრე „გასაგნების“ შესაძლებლობა და ეს ლექსი დავწერე.

სკა: ექსპრესიონისტული არ არის ის, რითიც განვსაზღვრავდი შენს პოეტურ სტილს. მაგრამ კონკრეტულად პოეტიკაზე, ვიტყოდი, რომ უკიდურესად ექსპრესიონისტულია და მეტაფორები თუ სახეები, რომელსაც ქმნი, ქრონოტოპული მრავალმხრივობით ხასიათდება. შეიძლება ისინი უფრო ამ მიმდინაროების მხატვრობიდანაა ინტეგრირებული, ვიდრე ლიტერატურიდან. ზოგადად, მხატვრობაზე მინდოდა მეკითხა,  მისი ადგილის შესახებ შენს ინტერესებში; და მხატვრებზე. აქვს რომელიმე მათგანს გავლენა შენს პოეზიაზე? თუ აქვს, ვფიქრობ ეს გავლენა იმაზე მეტია, რამდენიც ნებისმიერ პოეტს შეიძლებოდა ჰქონოდა.

თეო: ილია ზომბის შემოქმედება მომწონს, ვფიქრობ მისი ყვითელი ფერი უდიდესი ჰალუცინოგენია ამქვეყნად. მომწონს იონას ბურგერტის მწვანედ დანახული ჯოჯოხეთი, სადაც დეფორმირებული, გაბრაზებული და დატანჯული ადამიანები ცხოვრობენ, მომწონს ჯაბერ ლუტფის ლაქისებრი ადამიანები, ალესანდრო ბავარი. ჰერმან ნითშის წითელი მაფხიზლებს, პიპილოტე რისტის ინსტალაციები.. გავლენაც აქვს, ალბათ, მაგრამ კონკრეტული მაგალითი ახლა არ მაგონდება.

სკა: მნიშვნელოვანია, როგორ გაიგებენ თუ მიიღებენ შენს ლექსებს?

თეო: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის განწყობა შევუქმნა მკითხველს, რაც წერის დროს მქონდა.

სკა: ერთ ინტერვიუში თისი ბოილი, რომელიც ამ კვირაში ჩემი საყვარელი მწერალია, ამბობს, რომ ხელოვნება არაფრისგან იქმნება, მეორეში – მის პროდუქტიულობას მისსავე ღიაობას აწერს. შენ ხშირად წერ არაფერზე, ეს არაფერი აბსტრაჰირებულია და წერ შენზეც. რა არის შენი შთაგონება?

თეო: მოგზაურობის დროს ხშირად ვუსმენ „სპეციალურ ხმაურს“, რომელიც მამშვიდებს. ეს არის ზღვის ტალღების, ჩიტების ჭიკჭიკის, ფოთლების შრიალის ან ქარის ხმა, ე.წ სამედიტაციო მუსიკა, რომლითაც სავსეა იუთუბი. ეს ხმები ილექებიან ჩემს გონებაში და უკეთ აღვიქვამ გარემოს, რომელშიც იმ წამს ვარ, ამის შემდეგ,  ჩემთვის ყველაფერი ბევრად მისტიური ხდება, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება იყოს. შემდეგ კი ეს ფერები და მოელვარე ხმაურები თავს ივლენენ ლექსებში. საერთოდ ბევრი რამ იწვევს ჩემში შთაგონებას, მაგრამ არ მინდა პასუხი ძალიან ვრცელი იყოს და აქ შევჩერდები.

სკა: ვინ არიან გამორჩეული პოეტები შენთვის და რატომ გამოარჩიე ისინი?

გლეზი ამბობდა რომ ხელოვნების მთავარი შეცდომა რეალობის მიბაძვაა. სანამ ფავორიტ პოეტებზე გადავალ, ვიტყვი, რომ ჩვენი თაობის პოეზიამ განიცადა ინვოლუცია, უკუგანვითარება. წინა თაობის პოეტების ზურა ჯიშკარიანის, ალექსა ჩიღვინაძის თაობა იყო საზღვრებს მიღმა არსებული სამყაროს იდეების განმსხეულებელი, პროგრესული, რევოლუციური და ინდივიდუალური. ჩვენი თაობის პოპულარული თემატიკა არის ყოველდღიური რუტინის,  მიმეტიკური, ერთმანეთის მიმბაძველური აღწერა, კიტჩი, რომელიც იმდენად თეატრალიზებული, წარუმატებელი და მოსაწყენია რომ ლამის ჩამთვლიმოს. ქართველი პოეტებიდან გამოვარჩევდი მაია სარიშვილს, კარლო კაჭარავას, მარი ჩხაიძეს, ირაკლი ყოლბაიას, დათო ბარბაქაძეს, ნიკა გეის, ზურა ნეფარიძეს, შენ, მირკანს, თამარ შუკაკიძეს.

ყოველდღიურად ვკითულობ დიანა ვაკოსკის, მის საიტს ხშირად ვსტუმრობ და ყველა სიახლეს თვალს ვადევნებ, ვაღმერთებ უილ ალექსანდერს და პაულ ცელანს, ალეხანდრა პისარნიკს, ოლსონს.. სხვათა შორის ბრეტონს და  ცარასაც ყოველდღიურად ვუბრუნდები.

სკა: ვფიქრობ, შენთვის, როგორც პოეტისთვის, დამახასიათებელია შეგრძნებებით და მეხსიერებითი თუ წარმოდგენითი შთაბეჭდილებებით მანიპულირება, მათ შორის კავშირების დამყარება, კონფრონტაცია. ვიტყოდი, რომ სენსუალისტი ხარ და როგორც ფოიერბახისთვის (რომელსაც ერთ, ჩემთვის გამორჩეულ ლექსში ახსენებ), არის შეგრძნება დასასრული და არა დასაწყისი, შენთვისაც, როგორც პოეტისთვის, შეგრძნება შემეცნების მთავარი საშუალებაა. რამდენად შეიძლება პოეზია ჩაითვალოს შეგრძნების მთავარ საშუალებად? როგორ განსაზღვრავ პოეზიას?

თეო: პოეზია არის ქალღმერთი კალიფსო, რომელიც ოდისევსს ყველა იმ სახის საკვებით გაუმასპინძლდა, რითაც ადამიანს შეუძლია დატკბეს, მაგრამ თავად მხოლოდ ნექტარი მიირთვა. ჯერ კიდევ პლატონმა შენიშნა რომ პოეზია არ შეიძლება იყოს რაციონალური, რადგან ინსპირირებულია ისეთი მუზების მიერ, როგორიც სიზმარი, ეროტიზმი ან სიმთვრალეა. პოეზიას მორალის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება უნდა ქონდეს, რადგან მისი მოვალეობა არ არის ადამიანის სულიერი განწმენდა,  ანუ კათარზისი. ჩემთვის პოეზია არის გამოცდილებისთვის მიუწვდომელი, ხილვებით და თავისუფალი ასოციაციებით მდიდარი სამყარო და ამ სამყაროში სხვადასხვა შეგრძნებებით ჩემს ყოფნას გამოვხატავ.

სკა: ცოტა ხნის წინ შენი პირველი კრებულის გარეკანი გვაჩვენე, განავრცობ ამ ამბავს? როდის გამოდის?

თეო: კრებულს „ასი სიზმარი“ ქვია, გამომცემლობა ინტელექტი გამოსცემს და გარეკანის ავტორი ნენსი ვოლანდია. სავარაუდოდ მომავალ კვირაში იხილავს დღის სინათლეს.

სკა: ბოლო კითხვა ჩვენზეა. რატომ ვართ „სატურნისთავიანი ადამიანები“? აქვე, მინდა Saturnlyrik-ზეც მოყვე, რადგან ამ პროექტის ავტორი და მთავარი განმახორციელებელი შენ ხარ.

თეო: „სატურნისთავიანი ადამიანები“ არის მსგავსი იდეებით გაერთიანებული ყველაზე მშფოთვარე მეგობრულ-პოეტურ-შამანური კავშირი რაც ოდესმე გინახავთ. Saturnlyrik არის საიტი, რომელიც ახლახანს შევქმენით საკუთარი (და არა მხოლოდ) ხელოვნების განსათავსებლად.

Continue reading
Photoshootings ბლოგი

IN LOVE WITH THIS BOOK

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat. Ut veniam, quis nostrud exerci tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsanet iusto odio dignissim qui blandit praesent. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum.

Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum. Typi non habent claritatem insitam; est usus legentis in iis qui facit.

Investigationes demonstraverunt lectores legere me lius quod ii legunt saepius. Claritas est etiam processus dynamicus, qui sequitur mutationem consuetudium lectorum. Mirum est notare quam littera gothica, quam nunc putamus parum claram. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat.

Investigationes demonstrant lectores legere me lius quod ii legunt saepius. Claritas est etiam processus dynamicus, qui sequitur mutationem consuetudium lectorum. Mirum est notare quam littera gothica, quam nunc putamus parum claram,anteposuerit litterarum formas humanitatis per seacula quarta decima et quinta decima. Eodem modo typi, qui nunc nobis videntur parum clari, fiant sollemnes in futurum.

Investigationes demonstraverunt lectores legere me lius quod ii legunt saepius. Claritas est etiam processus dynamicus, qui sequitur mutationem consuetudium lectorum. Mirum est notare quam littera gothica, quam nunc putamus parum claram,anteposuerit litterarum formas humanitatis per seacula quarta decima et quinta. Mirum est notare quam littera gothica, quam nunc putamus parum claram,anteposuerit. Investigationes demonstraverunt lectores legere me lius quod.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat. Ut veniam, quis nostrud exerci tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsanet iusto odio dignissim qui blandit praesent. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum.

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna Veniam, quis nostrud exerci tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat.

Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsanet iusto odio dignissim qui blandit praesent. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum.

Continue reading
Scribbles კრიტიკა

MY LONG BIKE RIDE

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat. Ut veniam, quis nostrud exerci tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsanet iusto odio dignissim qui blandit praesent. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum.

Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum. Typi non habent claritatem insitam; est usus legentis in iis qui facit.

Continue reading
Photoshootings ბლოგი პროზა

VINTAGE LP SALE TOMORROW

Page 2 of 2«12

© 2018 copyright PREMIUMCODING // All rights reserved
Designed by Premiumcoding