Saturnlyrik -
  • მთავარი
  • პოეზია
  • სხვა
    • პროზა
    • ინტერვიუ
    • კრიტიკა და ესსე
  • პროექტები
  • ავტორები
  • ჩვენს შესახებ
  • კონტაქტი
Browsing Category
თარგმანი პოეზია

ვირთხა გველეშაპის კუდი – კლეიტონ ეშელმანი

ვირთხა გველეშაპის კუდი

სადაც ჩემს იმედს, გულუბრყვილოს
და ზუთხვით მართულს
ეგონა, შეიძლება, ხელოვნება
იყოს კენტი იაპონური ყვავილი
მარჯვე მოკალათებული, ჩემი იმედი
სიუხვეს გავექცეოდი,
ცალი ყვავილი, წითელი ციმციმი,
სიტყვა ერთადერთი
თიხისა და ხის პირისაწონ—
ლექსმა იწყო ზრდა
ოთახში იმ ჩამომჭკნარ
ყვავილთან ერთად,
მაგრამ ლექსი შეიძლება
იყოს, ლექსი სადღაც აქვეა
ს ატმოსფერო იდგა,
წვიმის ჯაჭვს
ჩავებღაუჭე ჩემ ფეხებ-
ნაჯვარებ ფეხებს შორის,
უნდა მეპოვა რამ-
ოსაქაჩი, პირში
ჩასადებად
ანტიკური ამბავი,
მეპოვა სად
იწყება ჩემი ამბავი და ამო
მექაჩა, მეტისმეტად ფიზიკური
ვიცოდი, იმდენად ფიზიკური
მომიწევდა
მონელება, იმის
რომ ყლე მაქვს, არქეტიპის
გამოხვრა,
სხეული
კარგი იყო
მაგრამ მიბმოდა
სურათს მე
მხოლოდ რომ ვგუმანობდი, ვირთხა
ტატამის რომ ეზრდება,
მე მოვქაჩე
ზრდად გაფართოებად კუდს,
როგორც მუშამ მშენებლობაზე უსასრულო
ალიგატორს რომ ექაჩება კანალიზაციიდან,
მაგრამ თვით ტატამის გავლით,
უმსგავსოდ შერცხვენილი იმ
რაღაცის სიახლოვით,
რაც არ უნდა ყოფილიყო, ჩემსავე
ორგანოებთან, რომ ჩემს თავს
შიგნიდან გარეთ ვექაჩებოდი, რომ ლექსი
რომელსაც ვეძებდი ჩემივე მენსტრუალური
სარჩული იყო, ისე, თითქოს ერთ დღეს უეცრად
ჩემი შიგანი წინ, ტატამიზე, დამილაგდებოდა
ერთგვარი კანგაცლილობა, კონცხი,
რაღაც სიტყვებში, მაგრამ სიტყვები
აქუჩებდნენ ტანჯვას ან
მფარავობას, ნაგვირისტებ საბანს, თითქოს
ინდიანაპოლისი უკუგდებულიყო
და სიუმე კი რჩებოდა,
ქვრება და ციმციმებს და ქვრება ჩემს ნერვებს,
მთვრალი აურა, ალაგ ნაცრისფერი,
ალაგ ლურჯი, და ქვემოდან?
სიმკაცრის ორმო
სადაც კლეიტონ და გლედის ტკბილად
სეირნობდნენ, მაღლა იხედებოდნენ
ძლიერ უმანკოდ
შეთქმულნი სურათს
რომელშიც შემოვაბიჯე, მერე გავედი, მერე შიგ
მათ თვალებში, მაშინ იყო რომ კელიმ იყვირა:
„ბალახში მიაგენი!“
გულისხმობდა, იპოვე მადედ-
მამამებელი ძალები რომლებიც არაა
დედაშენი, მამაშენი, იპოვე
და შეურთდი რისაც
მოჩვენებები არიან—
თვალს ვკრავ დოპელგანგერს
მათი, ჩემსავით, წვლილი
რომ იყო
პირადი და კულტურული
ჩრდილი ალმასის შუქში
სცენის გადაღმავალი.
ზომები იმატებდა—
ის გრძელი მწვანე რაღაც პიანინოში
მეცადინეობა იყო, შეგირდობამ
16 წელი წაიღო, დღიურ,
დღის შიგ შეუძლებელი
ხერხემალი, მეთქვა ყველაფერი
დღე რაც კი იყო
მეღობებოდა, მოვიხარე,
ხერხემალ, დავწვდი გასაღებებს,
ჩარხის შიგნით საშობაო ნაძვის ხე
ელვარებდა, და მის ქვეშ
მომწიფების ქვეგანაკვეთი,
მე მოვიმართე, ჩემს ძაღლთან, ის
ღამეს შერეოდა,
მე ვცადე იაპონური ბარის მაპინძელი ქალის მიწვდომა
ჩემი მორალიტე დადგმით,
მამაჩემმა იმპულსური ნათურა ჩაურთო ფოტოაპარატს
რილკე გადმოვარდა, თანამგრძნობი,
შორეული, ქაღალდი. . .
ზუთხვის სკა-ხრახნი
ცოცხალი მაგრამ „ღმერთად“ შეკუმშული
დღეები ნახარჯი მერხზე ჯდომასა
და სიტყვის მიწაყრის ცდაში
თავისუფალმა არასდროს ღრიალისგან
ჩუმად რომ ღრღნიდა, ჩემი კუდზე
მოჭერილი ხელის გულისხმით, კუდზე
რომელიც არ გაზრდილიყო,
რომელიც უშველებელი გაზრდილიყო—
ამას ბლეიკი „სურვილის წამს“
უწოდებს, გატეხე მსაჯული
მაღალ სკამში, მოიყვანე ეგ ჯეკ ჰორნერი
ეგ „კარგი ბიჭი“ კმაყოფილი თავისი
ქლიავში ჩაწობილი ცერით
ამ სამყაროს ველურ სიმართლეში:
სიყვარული ხალხს ვნებით
მოცემულობად სურს მხოლოდ,
სძულთ და მოქმედ ეწინააღმდეგებიან
სიყვარულს როგორც ქმედით წინააღმდეგობას.
კიოტოში, ჩემი ვირთხა
გველეშაპის კუდის პირისპირ მივხვდი, სამყარო
უდრეკია, რომ მასში არაა გავლა.
კარიბჭეები, ფილოსოფიები, ხელოვნებები, „გასასვლელები“
ნარინჯისფერ ტალახს ეჩეხებოდნენ მწუხრნაფერ
ბილიკს ჩამონადენ კვირა საღამოს.
ერთი გზა რამის გამოსატანად: წამოსწიე
და გაცერი, ბადურება რთე
ავრცე ვირთხის კუდი, აგველეშაპკუდე,
იუნგისუდიდესჰქმენ გველეშაპისკუდი,
ნებისმიერი იდეის უდიდეს,
დაე სახლი გადასანსლოს,
ტატამი გახლიჩოს! გაა-
ჭენე! არა მთვარე, არა
ნოსტალგია იმ სხვა ადგილისა,
არამედ სევდა, შიგნით ღრმად გასროლილი,
გზად აბანოდან სახლისაკენ.
არც მახსოვდეს, არც ვაცნობიერებდე აბანოს.
იყავი აბანოში. ამ სხვა რამეს
ვუმკლავდებოდე, ხელოვნება არ უნდა
ებას ბუნებრივს, ბუნებრივს ემართოს,
მის ცხაურას მივასხა, თუ მომიწევს, მაგრამ
ბუნებრივს ვემართო და დავუდგე
ამ სხვა რაღაცას, გარეთ გამოვცრა
პატარა შემსრულებელი,
დავამტვრიო პიანინოს სკამი რომელზეც
უნდა გავლოთებულიყავი, „Blue Moon“
„White Christmas“ ბრძანების ჯაჭვი,
გააპე ჯაჭვი, გახსენი და აღმოაჩინე
თესლამხანაგი ის ქალი და ის კაცი და ის ყველა,
მთელი ატავისტური რვაფეხა,
ჩატუმბული ჩემი ღვინის თასში, იყავი
პარანოიკი, გაიფარჩხე, ობობურად შეიგრძენი
ყველა ნაწილი იმის, პარანოიას
რაც სურს, შეიგრძნოს, გაიგე სიმტკიცის
ორმო აბჯარია, რაღაც
შემიძლია, მოვიშორო
თუმც ძვალია, რა-
შიც ვდგავარ,
უაბჯრო აბჯარი,
ჩემი ძვლის ტვინი, თვით
ჩემი სურნელი,
საეროა, სადაც არ მჭირდება, ვიყო
სადაც ვარ მარადის, ვიდრე
ვიცოცხლო, ჩალაგებული მათთან
ვისაც ვეშვი, მარტოდ, ან
დაძმული, არსებითად მამა-
მამადედებელი ძალების ლანდებთან რომლებიც
ძალმიძს დამხმარედ გარდავქმნა.

დედაჩემის მკვდარი თვალები გამოტივტივდნენ
შიშვლად ჩემდამი ბოდვით სიყვარულში,
თუ როგორ იცოდა რა უნდოდა ვყოფილიყავი
ისე აბნევდა რა შეიძლება ვიყო
ჩემი კარადის კარზე ნებადართული ბეტი გრეიბლის ტრაკის ქვეშ,
მოჩვენებათა თამაშების ქვეშ ლოგინი შაბათის შუადღის ქვეშ
ჩემი ნებადართულობის ქვეშ
ჩამეცვა მისი კორსეტი და
უსაფრთხოდ მეტრიალა ოჯახი, იყო ლიბერაჩე, ადამიანი
რომელიც, იმედოვნებდა, გამოვიდოდი, სრულად საშუალო ფენის,
არტისტული, გეი, სრულად გაწონასწორებული, გმირი
გახვეული 146
გირვანქიან იატაკის სიგრძე ავსტრიული ხელოვნური
ბრილიანტებით დახაზულ
შავი წაულას ბეწვის ლაბადაში,
საზარელი ვირგილიუსი!
ჩილეთი, ჩადით.

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
 
 
Continue reading
პოეზია

მომხიბლავი სულები – ზურა ნეფარიძე

***

რეაქტიული სისწრაფით მშენებარე ქალაქთა ქსელებში იხლართებიან
რეაქტიული ქალაქი რეაქტიული სისწრაფით იძინებს
გადაღლილ ქუჩებში ლამპიონთა სევდა ისადგურებს
ყლუპ ალკოჰოლს ნესტიან ბოდვათა კასკადი მოჰყვება

ჩვენ ხომ ვიცით რომ ერთი არასწორი ბგერა შთაგონების მზარდ შუშას ბზარავს
ვერანაირი ეკოლოგიური ზრუნვა ვერ გადარეცხავს
დღის შუქიდან ამოზრდილ დაბინძურებულ და ქვად ქცეულ ეთერულ ხედებს
აზარტულ მგზნებარებაში ამოხეთქილ წებოვან ბოდვებს
რომლითაც დამსკდარია ქალაქის ნებისმიერი ფანჯარა და ფოთოლი
საიდან ჩნდებიან უთვალავი მიზეზით წამებულთა გაბოროტებული ინკარნაციები
მათ მშიერ სახეებზე ტკივილის და განადგურების პოლუსები გაყინულან
და როგორც კი დნობას იწყებენ
ჩვენ ვგრძნობთ რატომ გვინდა ტირილი
როცა უწყვეტი ხანგრძლივი სიჩუმეა
და ჩვენ არ ვტირით
რადგან ცრემლი უნდა წარმოიშვას სითხისგან
არამედ ვჩიჩქნით სიღრმეებში გაფანტულ სიყვარულს
ჩვენ ვართ გამომშრალი ფიტულები
რომლებიც ვიღაცამ მოწყენილობის დროს შექმნა
და უკონტროლო სივრცეში ფრთების გარეშე გაუშვა
წერტილად ქცეული სიმწვანე
არ ყოფნის ფიქრებს
სიმშვიდის ბუდეში სიცოხლის გამოსაკვებად
სიცოცხლის საკვებად ნეონთა გადღაბნილი მელანქოლია წარმოქმნილა
ცივილიზაციურ მორევში ვთვლემთ
და ვეშვებით მომწამვლელად მათრობელ ფერებში
ცომივით იზილება მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
ათასფერად შეთითხნილი თვალებით ვუყურებთ
დაღლილი ემბრიონები როდის გადმოხტებიან მუცლიდან
და მათ ნორჩ გულებში ჩვენს დაავადებულ ოცნებებს ვტენით
ყოვლად შემაფერხებელი მოწყენილობის ბნელ გამოქვაბულებში
სისხლი ანუ სული მოწამლულია ქაოტური სუნთქვის რიტმით
ოთახებში ფარდის და იატაკის გამყოფ ხაზზე
არათვითმყოფადთა სასოწარკვეთილი
ვერმოძებნილი სიტყვები ყრია
და ყვირიან
და ყვირიან და ილოკავენ სიტყვებს პოეტები
პოლიტიკოსები და მსახიობები
აღმზრდელები
მოვაჭრეები და მღვდლები
ბლაგვი სიტყვებით ნიშნავენ ადგილებს
ხმაურით ტოვებენ სხეულებს სიტყვები
თითქოს ლორწო იცლება სხეულიდან
როცა რაღაც უნდა ითქვას
და არავინ საუბრობს
საცერივით დახვრეტილ ქუჩებში
ათოვს ბილბორდებს

***

რასაც ვაფოკუსებ ყველაფერი ფართოვდება
იზრდება და გარემოს გადასცემს თავის ხასიათს
ჩემი ხელის მტევნები არის დაძარღვული
გაცრეცილი ყვითელი
და არ გამოიყურება ისე როგორც ადამიანის
ჩემი გონება და წარმოსახვა
ჩემგან დამოუკიდებლად ქმნის პარალელურ განზომილებათა სურათებს
ვერ ვგრძნობ სიცივეს სიკეთეს და სიბოროტეს
ვარ ზღაპრული სამყაროთი მოჯადოებული პერსონაჟი
რომელსაც თვალთაგან ლიბრი აეცალა
ტვინში გაყინული შუშა
როგორც ღერძი მექანიზმში
ჩაეზარდა
და არაფერს მატებს დეტალებით სავსე
იდეალურ
ჯადოსნურ სფეროს
სადაც გამჭვირვალე გაყინული ნიადაგის ქვეშ
იისფერი მოზაიკური სახეები გაქვავებულან
გაქვავებულან თუმცა იღიმიან
და მაგრძნობინებენ რომ ზუსტად იქ ვარ სადაც უნდა ვიყო
და ხეები მოწამლულ პეიზაჟებს ფარავენ
მეხუტებიან და ტოტებს თითებივით იშვერენ ჩემსკენ
როცა იმის შესახებ ვიწყებ ფიქრს
რასაც ჩემი ყოველდღიური ნაგვით და საზრუნავით გამოტენილი გონება უტრიალებს ანგრევს და აშენებს
რა არის ეს
ჰალუცინაცია თუ სამყაროს ისეთი სურათების დაჭერა
რომელშიც თავის საიდუმლოებებს მაცნობს და ჩამჩურჩულებს
შემხედე
მე ისეთი არ ვარ როგორსაც რუტინაში გათქვეფილი მგრძნობ
მე ისეთი ვარ როგორსაც შენი გონება წარმოსახავს
თუმცა ჩემთან ზიარებით იქმნება იგი
და იზრდება და შენგან დამოუკიდებლად თანაარსებობს შენში
მე ერთხელ ვიყავი სისხლსავსე ბედნიერების ტყვეობაში
სურვილთა გაღვივების ბუდეში
მსხმოიარე აყვავებული ხის წვნიან ძარღვებში მსუბუქად მცურავი ნაწილაკი
ჩემს ბოდვათა ბიბლიოთეკაში თავმოყრილია
ცარიელ ტომრებში მტვრით გაგუდული ხილვები
ვფხიზლდები
რათა უფრო მომაკვდინებლად მოვკლა სიფხიზლე
და პოეზია შევიგრძნო როგორც მომაკვდავი მაგრამ უკვდავი ფლორა

***
ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება

***
დროს ნუ კარგავ ფიქრთა მართვის მოსაპოვებლად
შესაძლოა ეს ნიშნავდეს იდეებზე უარის თქმას
ეს არაფერია
როცა წამი ნიშნავს იდეებს ჩარჩოში
როცა გაძვერი ხორცის მარწუხებიდან
იყავი
ჭრიჭინებისგან გაგუდულ ტყის შუაგულში
ლაქის საპოვნელად მისული
ერთ ბოთლშია დამწყვდეული ჩემი სიყვარული
წადი და მარწყვის მდელოზე ამოარწყიე
საკუთარი პოეტური მიზანთროპია
ფოთოლთა თვალთა მწვანე სიმეტრიულ სიბნელეში
იმ დროს როცა კითხავ შენ თავს
ვისი აქ მოსვლა გაგიკვირდებოდა ყველაზე მეტად

***
როცა თვალებს ვხუჭავ და ბგერები მაბრუნებენ ჩემში
ხეთა იისფერი სულების უხმო ნიავი
თუ ქარბორბალაა
ტყეში
ჰაერი მაქვს მუცლის ნაცვლად
ხელს ვიფარებ თვალებზე და ხელი არის გამჭვირვალე
ენერგოხაზები მივლის უმტკივნეულოდ
და ჩანს მის მიღმა ფოთლები
ფოთლებს მიღმა – ცა
გარშემო ყველაფერს ვბლოკავ (გარდა ხმებისა)
რაც არ მინდა რომ ჩემამდე მოვიდეს
ხეს ვეყუდები როგორც ჩათამბრჯენს და მასთან ერთად ვირწევი წინ და უკან
წინ და უკან
ქუჩებში მიმდინარე პროცესები ჩემს მონაწილეობას ითხოვენ
ჭიანჭველები ძრავების ხმაზე ორ ფეხზე ცეკვავენ
ზეცას ძუძუები ჩამოეწელა ნეონთა ციხესიმაგრეებში
თვალებს ვხუჭავ და
კიბეზე ჩამავალ შავებში ჩაცმულ მოხუც ქალს ვხედავ
ბავშვივით ვუღიმი ჩემს მიერ წარმოდგენილ მონსტრებს და ისინი ქრებიან
ვიწყებ საუბარს და ვბრუნდები ჩემში
უხმოდ ვარ და სხვადასხვა სივრცეებს ვუერთდები

***

შენისლული შავი ტბის თავზე ფარფატებს ნაკადი
მშვიდად წარმოქმნილი ენერგიის
ელექტრული პეპლების
მშვიდი ცურვა
უკაცრიელ „მთვარის ჩრჩილთა“ ხეობაში
არ თბილა
არ ცივა
არ იძვრის ჰაერი
არ ისმის ბგერა
ლურჯი სინათლის ეპოქალური მზადყოფნა სფეროსებრ მუდმივობაში
ძვალთა შორის გამდნარ აგრესიას გამორეცხავს
და დაგვანახებს
ჩვენს თვალებში ანთებულ გაღიმებებს

***

ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება

***

იისფერ ნიავში გაფრქვეული ბობ დილანის ჰარმონიკა
რიტმულად კრავს ნაძვის ტოტებს
იქ სადაც სამი ქალაქისკენ და სიფხიზლისკენ ზურგშექცეული მეგობარი
საუბრობს პოეზიაზე
ხეებზე
და ბედნიერების განცდას სცილდება ბუტაფორია როგორც ფასადი
შიგნით ქუჩებში ცხარდება ბრძოლა ფასადების დაკავებისთვის
შიგნით ქუჩებში
შიგნით მანქანებში
შიგნით ბაზრებში
შიგნით ტაძრებში
შიგნით სახლებში
სადღაც რომელიღაც კუთხეში
ყველგანაა იესოს ჯვარცმა
ყველგან არაა თავად იესო
ყოველი სახლის რომელიღაც კუთხეში ყრია
2 ლარიან წმინდანთა წმინდანთა ჯარი
დღეს შევნიშნე რომ ჩემი სახლის კუთხეებში
მიმობნეულა ბოთლები და წიგნები და ფოთლები
შიგნით მყრალი ბაზრის შუაგულში
ბებერი ნარკომანი მეძავი
წყლის ჭავლის წინააღმდეგ იბრძვის
ტირანოზავრის ჩონჩხი ელექტრული კანკალით ითხოვს ბილბორდიდან გაქრობას
არსებობს გაქცევის მსურველთა
ჩანთაში ჩაყრილი ნივთების გაღიზიანებული ტონი
მიბმული ნერვულ სიმშვიდესთან
არსებობს მთლიანობის უსაზღვროების შეგრძნება
და მის ნაყოფში
უარყოფილი ხორცი

Continue reading
პოეზია

ფოსფორული ზმანებები – ზურა ნეფარიძე

ლექსები ჩვენი მდუმარებიდან სიტყვდებიან.
ხმაურში ვნერგავთ ერთმანეთის ხმას
სიტყვები ნაბიჯებივით წინ ყრია გზებზე
მდუმარებას ადგილი არ აქვს ჩვენს ყურებში
შევსებულ ფურცლებს ვხევ დღიურიდან
კოგნიტურ უნარებს ვატან რომელიღაც გადაფურთხებას
რა შევაჩეჩო ხელს
რომელიც მუდმივად ეძებს იმას რისგანაც შედგება?
მტკენ როცა მიყურებ
განზე გამირბის მზერა:
ნაკლები ტკივილისთვის –
სურვილები და ახირებები ფესვებისგან გამოვხშიროთ
ბალახის ღეროსგან შევადგინოთ
ადვილჭკნობადი გავხადოთ
ადვილგმობადი ასოებისგან შევაწებოთ ერთმანეთს
სმენადად, ხილულად, სუფთა ჰაერის მყლაპავად ავკინძოთ
თვალები ადვილად მიწვდნენ და გაოგნდნენ
ხელები წამსვე შეეხონ და დაიგრაგნნონ
სმენად იქცნნენ და სიტყვა ვერ გაარჩიონ
წარსულით მაძღრებს აუდგეთ
ინტელექტუალებს დაუვარდეთ
ბგერები მძლავრობენ ჩვენს შორის
ერთმანეთს მიღმა –
მოლოდინი
სიზმარივით უკურნებელი და განუსაზღვრელია
ჩვენი უსურველი უსიტყვობები
ღამ-ღამობით ლამპიონთა ქვეშ წვიმაში ლბებიან
მასპინძლობენ დილის ხმაურს, აკანკალებულები და ჩაფსმულები
გვიბრუნდებიან განსჯილები და დავიწყებისკენ სვლა სურთ
ვერ გამოთალეთ დინჯი სასურველი სახეები ჩვენგან
არც კი ვიცი ვის მივმართავ
ვინ ჩვენგან ან?
ვუყურებ კარლოს „DER TOD DES LICHTES“ – ს.
ხიდი ხერხემალია სადაც განათებები ფხასავით ერთდებიან:
ბავშვობა მახსენდება:
ბევრს უყვირია სიბნელეში მუნკის ყვირილით სახლისკენ მიმავალს უჩუმრად
ნავთის ლამპა აუნთია და სარკეები უმტვრევია
ოთხმოცდაათიანების კივილი დღესაც გრძელდება ურბანულ და არაურბანულ ძარღვებში.
ო ეს სევდა. ის რომ გვტკენდეს სხვა რაღა დაგვრჩებოდა თავშესაფრად


***
ხარბად დაეშვა ჩემი მტკნარი სისხლი მდუმარე გარეუბნებისკენ.
როცა ხმაური გამოგვიგლოვებს მის დაქირავებულ ჯამბაზებს
ვინღა გაარღვევს დუმილს
რომელიც გონგით შეგვხვდება ცივილიზაციის მიღმა, ლაბირინთის გასასვლელში.
დროში აყეფებული მონოლითების ჯოგი სპირალური ცირკულაციით აორთქლდება მადისაღმძვრელი მიუსაფარი გალაქტიკებისკენ, ახალი სტომაქებისკენ.
რა ამოვძირკვოთ დამლაშებული დედამიწიდან
რაც კურნავს ბლანტ სიცოცხლისუუნარობას
თევზის ქერცლივით რომ მოსდებია ატმოსფეროს შინაგან ორგანოებს.
რა წავიღოთ ამ პოსტმოდერნული, გადამდნარი ბაღებიდან მომაკვდინებლად შეყვარებულ გაზაფხულთა საიქიოსკენ.
რას ვეზიაროთ, რაც დაგვამძიმებს ლევიტაციურ მაგისტრალებზე და პასუხს მოგვთხოვს ღვთაებრივის, კოსმიურის შელამაზებისთვის
ბოდვაექსპრესიითვის
ბუნდოვანი სანელებლებისგან გამოწვეული კოსმიური ეაკულაციისთვის
სამყაროს კიდესთან დგომის ორგაზმისთვის
არაჰუმანური, არაცხოველური ექსტაზისთვის.
ხელი ჩავკიდოთ ჩვენს უმშვენიერეს იარებს და სხვა სივრცის, სხვა სიცოცხლის მომლოდინე პეიზაჟთა იალქნებად დავკიდოთ
სადაც არა არს იდეები და მათი მტკეპნავი დინებები
და სიცოცხლე ეროზიული წესრიგით კომუნიცირებს.


***
იისფერი სინათლე ღებავს კედლებს
გარეთ გაზაფხულია და მცენარეები ნაღმავენ სამყაროს
აშლილ ლოგინში წუხანდელი სიზმრები ფუთფუთებენ
აზრის გაგრძელებას ვახშობ ფსკერამდე
სადღაც შუაში
იმ იმედით რომ შემდეგ ტალღაში შევაღწიო უკონტროლო დინებაში
მტკნარი წყლებისკენ
ჩემს ორგანიზმში
მის სისხლძარღვებში
ვეძებ ვინმეს ვინც შემოვა ჩემი ოთახის კვამლში და გაეხვევა როგორც მითოლოგიურ ესკიზში
ალბათ ესეც არაა შუაში გაწყვეტილი აზრი
სიტყვებს ვყნოსავ მშიერი მეძებარი ძაღლივით
რომელსაც დროშების ფრიალის არაფერი ესმის
კედლებს ჭირდებათ ფხაჭნა
ერთფეროვნების გასაშუქებლად
უჩრდილო ჰეგემონიის ჩამოსანგრევად


თვლემა მეხსიერების სკივრში

სიზმრებად გარდასაქმნელ ამბებში ვტივტივებ.
დაკარგული გზები მეძებენ.
ფილტვები ნაგვით დაფარულ ყურეებს გვანან.
ნისლი ბგერებს ფილტრავს.
მანერები საარსებოდ ყველგანმყოფ სარკეს იმოწმებენ
ისრუტავენ
კრიალა საგნები
ამპარტავნებას
ამ პატარა ვნებას
ჭამს მეშჩანი.
დავიწყებული სახეების კორტეჟი მომაცილებს ჩემსკენ. ჩემს ამწამიერ მუდმივობაში
მათი ზედაპირები ცახცახებენ.
მათ გულში გრძნობები განმისამართდნენ.
სამახსოვრო დღეების ბათქაში ლპება – სდევნიან მეხსიერების მონობიდან მონები.
დღეებს ფერები სცვივათ
ფოთლებივით
და წამებად იკუმშებიან.
სახეები და სახელები მჭიდროვდებიან და მეხსიერების სკივრის უმცირეს სამალავში ბღავიან, იცინიან, იმუქრებიან დამარცხებული პოლიტიკოსებივით, ვაჭრებივით, რომელთაც წააგეს და მდინარესთან მისვლა აუკრძალეს სიცოცხლემისჯილებს.
ხალხით გარშემო(უ)მყოფნი…
რაც სიყვითლით სავსე ნათურიდან ჟონავს
სინათლეს აღარ ჰგავს
არამედ რაღაც შხამისტიკურ საკენკს
დროში გაწელილი სახეებისთვის.
ეს სახეები კედლებს ჰგვანან
შევსებას რომ საჭიროებენ სტატისტთა როლებივით.
კარტოგრაფები მათ ნაკვთებს ჭიმავენ.
მცირდებიან.
ცრუმიმღებლები ხარბგამცემლებს ჭარბწარმოების კანალიზაციაში ექაჩებიან.
თითქოს მიწამ პირი დააღო საკუთარი არარსებობის ჩასაყლაპად
ნეტარებას რომ ვარქმევდით
უმყოფობის ორგაზმში.
სურვილები სიზმრებად იდღაბნებიან
ჯგუფდებიან
დაისების რკალში ეძებენ შენს ხელებს რათა წრედ გადააქციონ.
მრავლდებიან.


ფოსფორული ზმანებები

ჩემი ბალიშის ზემოთ წიგნების თაროა და არ ძინავთ ზედ მიკრულ ფოსფორის დელფინებს, როცა მე მძინავს. მეღვიძება და მათ განლაგება-მოხაზულობაში ვხედავ შენს ზღაპრულად გაღიმებულ ფოსფორულ სახეს
მეზმანა, რომ მძინარეს დამყურებდი სახეზე, როგორც მე დაგყურებდი ხოლმე და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, ჩემთან თუ შენთან, რადგან მხოლოდ ცივი გონების სპექტაკლში არსებობდა „ჩემი“ და „შენი“ რომლებიც არ მქონდა, იქამდე სანამ შენი სახე გაქრებოდა და პლასტმასის დელფინთა აბსტრაქტული განლაგება გამოჩნდებოდა
მეუბნები, რომ შევწყვიტო
მე ვერ შევწყვეტ იმას რაც მე არ ჩამინერგავს ჩემში. ვერ შევწყვეტ აღმოჩენებს და ჩემი თავის და სხვების შეცნობას, შემჩნევას ჩემში, იქამდე, სიზმრის თუ სიცხადის იმ შრეებამდე, სადამდეც შემიძლია ვწვდე მომღიმარე ზმანებებს, რა სიბნელეც არ უნდა იყოს მათ ღიმილს მიღმა.
მეუბნები, რომ ჩემთვის დავიტოვო
შენ არ გინდა იმის გაგება, რას აკეთებ მაშინ, როცა გძინავს, ვისთან რა სახით ვლინდებით შენ და ის, ვისთანაც ვლინდები
მეუბნები, რომ არ გინდა
მფრთხალი ხარ და ფრთხილი მისგან თავდასაცავად ვისთანაც საფრთხეს არ აქვს ადგილი
შესაძლოა. ამბობ შენ
მფრთხალია ადამიანთა გულები, ისევე როგორც ბეღურის გული ქარის ნესტარზე წამოცმული ცოცხლად ამოღებული
მფრთხალია ურთიერთობები
მფრთხალი არაა შენი დამოკიდებულება ვიღაც შეშლილი პერსონაჟის მიმართ რადგან მან შენს გაყინულ ფასადს მიღმა ვერ შემოაღწია, მხოლოდ გული აგიფრთხიალა წამით და კვლავ თავის გარსში დარჩა. შენ ვერ დაუბრუნდი ამ განცდას და ფსევდოცვლილებას მას მერე რაც ეს პერსონაჟიც მოკალი შენს სურვილთა სასაკლაოზე, მას მერე რაც უარმყოფ და უარყოფ სხვებს რომლებიც არ ვართ პერსონაჟები
თუმცა ვართ პერსონაჟები
შენ დგახარ მაგიდაზე შუაღამის ფანჯრის მიჯნასთან და აქანავებ თეძოებს რათა გამოდევნო სპლინი ჩემი ძილ-ღვიძილიდან იმ დროს როცა სარკმლიდან მოძვრება თერმული კიბორჩხალის სუნი. შემდეგ მოდიხარ და ჩემსა და შენს შორის აწვენ ბობ დილანს (და მუსიკა ისმის ისე, როგორც სრულ სიჩუმეში საბჭოთა მაცივრის ზუზუნი) რომელმაც განდევდა სპლინი რადგან მე
დამავიწყდი სხვაგანმყოფიშენ
და შენი თეძოებიც
რომელიც აქვე მიღმიერ სივრცეში ქანაობდა და მითრევდა
თუმცა მხოლოდ წამიერად, რადგან უცბად იკივლეს მათ და ამომყარეს თბილი ზმანებებიდან სპერმით შესაწამლ დამშრალ გუბეებამდე
შენ იცი ტკივილი ამძაფრებს ჩემს შეგრძნებებს
თუმცა არ იცი რომ ის ასევე მაძლიერებს
შენ არც ის იცი მე რომ მინიმალურად პატივმოყვარე ვარ და არ ვმიჯნავ თავს უპატრონოდ მიმოყრილ ძვალთაგან. შეგიძლია როგორც ნანგრევებში დაობებულ მანეკენს, ისე მომაფურთხო, გაიცინო და გზა გააგრძელო კოლექციურ ატრიბუტთა შორის

 

Continue reading
პოეზია

თავშესაფარი ვარ მათთვის – ნიკა გეი

***

თავშესაფარი ვარ მათთვის
ამ პაწაწინა ქმნილებებისთვის სახლის უკან რომ ამოიწვერნენ
და ამოყირავდნენ მცენარეების მსუბუქ სვლაში
მათ მზარდ რხევაში
როცა ქალი ტოვებს მოგონებებს რომელიც საგანთან აკავშირებს
ის არის ბადე თევზების ვერდამტევი
ზღურბლის გადალახვა პირველად ღრუბლებში ხდება
და ვერაფერი აკავებს სურვილს ამსხვრიოს სივრცეები
კაცი ზის ჩემ წინ სახით მიყრდნობილი არარსებულ კედელს
ეს ესაა წაიქცევა მისი მზერა რომელსაც ხმამაღლა ელაპარაკება
სარკეები ალაგია დაჭრილ კუბებად
მათში ირეკლება ღამის ენა ამ ოთახის კუთვნილი ენა
და ყველა ნივთი მის სარჩულქვეშ უჩინარდება
როგორც მტაცებლები უკუნეთ სინათლეში
თვალისმომჭრელ სიბნელეს რომ ლოკავენ გზად
და ისე არაფერი მგვრის სიამოვნებას
როგორც ეს დაბალი თვითმკვლელი შუქები
ლიცლიცით შემოსული ბარების წითელ განათებაში
ხმების სისველით და ჩემი გავლით
კუთხესთან უსიზმრო ქალაქის გავლით
რომელიც აღებს პირს და გვაქრობს უმალ თავის სიღრმეში
დიდ მუცელქვეშ ბრაზილიური კარნავალის მარხვაში
იქ ქალი ცეკვავს მონუმენტთან
სიტყვა რომ ტრანსფორმირდეს ქვის წყლებიდან
ქუჩებიდან გამოსროლილ ელექტრულ ექოდ
რის ზიდვასაც ვიწყებთ სიკვდილის აღმოცენებისას
ღამე მოითხოვს მსხვერპლს
ლას ლიამას ულამაზესი ბავშვები ჩვენს თვალებში მარხია
როგორც უტყვი მოწმობა
ყველაზე მშვენიერი მსხვერპლთა შორის შენ ხარ ძვირფასო შვილო
ვინც გაიქეცი ბნელში სინათლის საჭვრეტად
ვინც გაბნეული მარცვალი ხარ ღმერთების ხელში
ვისი ხელებიც ტყდება შუშისებრ სახლში
პირველად იყო სიტყვა
სიტყვა რომელიც კლავს

 

***

როცა გაიგებ
რომ ჩემი ხმაური ნელ-ნელა იღვრება სამყაროს ქაფში
როგორც რაიმე მტვერი კოსმიური სილამაზის ყვავილში
როგორც ბლაგვი უგემური დღეების ქანქარა
იმ დღეებისა გემებივით რომ დაიძრნენ
კუნძულების გასაუქმებლად
მითხარი რომ მე არ ვარსებობ
როგორც მწერები თოვლში
ან მზე აჩრდილთა მუცლებში
მე მათ მივადებ თავს
მათ რბილ გარსსა და სიმრგვალის წერტილს
რომელიც წრეში დამკარგავს
მე ამ ცოდნის ხეს შევეზრდები
როგორც წითელი სოკოები ფიჭვებს
შენ აღებ ჩემი დაღუპვის ცხრა კარს
ლერწმების ველი გაჩეხილია
შენ რომელიც არ ხარ
ნუ გადათელავ საზღვარს მე და მას შორის
ვინც მეტ წყალს ითხოვს ჭაში ჩავარდნისას
ვინც დაიბადა უსინათლო და ბნელი ვერ იკმარა
ვისი ენაც მეტ სიჩუმეს შობს
ვიდრე მრავალი უენო აღთქმის გზაზე

***

უკან მოხედვისას მდინარესავით ვირწევი
მე დაგივიწყე როგორც მთვარემ დაივიწყა თავისი ბნელი მხარე
რა იკმარებდა ამ ცის შესავსებად
სადაც ვარსკვლავები თვალების ამოჩიჩქვნას ნატრობენ
პირველი ადამიანი ქვის ნათელში
მის მყიფე ძლიერებაში
წყურვილი შევეხო ბნელის პირველქმნილ ჭას
ჩემს პირვანდელ დაცემას
როგორც მონეტას რომელიც ზღურბლზე გაწვა
გაწვა კატის ჩრდილად
მისი თვალები ორი ღამურა გამცილებელი ჩემივე ხმის
რომელიც მრავალი კარია ეთერულ სხეულში
შენ გძინავს ჩემს მძვინვარე სიჩუმეში
ელსუორტ კელი მწვანე თეთრეულში
ელსუორტ კელის მწვანე თეთრეული ჩვენს სიჩუმეში
შემოღამება მდელოებად ხეების უმწვანეს მწკრივად
თვალს მჭირს ეს მუსიკა რომელიც ფერიდან გადმოედინება
და ბგერას ერწყმის
უეცრად ვიწყებ თვალებით მოსმენას შეხებას
და დიდი თეთრი კბილები მინათებენ გზას
ღამე ქალის ნაბიჯებია რბილი და ბასრი
ვისაც ვიყვარებ ვისშიც ვაღებ ფანჯარას
სიცარიელეს აქვს გამომეტყველბა რომელიც გამოუთქმელია
და სავსე შიშით

 

სოფროს სიმღერა გარდაცვლილთათვის

 

სიზმარში გელაპარაკები
იქ სადაც მეტყველება ზღვის უბეა
ზღვით დამსხვრეული ზღვრული კედელი
როცა დადის შენი ბღავილი როგორც სამსხვერპლო ხარი ტაძრის კუთხეში
მე უსინათლო ვხდები და მხოლოდ მესმის
რომ ბოროტების სიღრმე განიზომება შენი ვარდნის სიმაღლით
გხედავ სანამ სიზმრებს ვფლობ
შენ გვერდით ვთხრიდი მიწასდა ბალახს ვთხრიდი შენს დახუჭულ თვალებში
აღარ მეშინია შეგეხო
რაღაც დავკარგე ამ მინდვრის ღარებში რომელიც ჩუმი ყოველდღიურობით
ჩაგივლის
ხილული ყოფა შენი სახიერების როგორც სარეველა ყვავილი
ჩაწნული ღრმად შენს რამდენიმე მტკაველ მიწას
რომელმაც ჩემი სხეულის ფორმა მიიღო
და თავის ქალა ტყდება როცა მსურს შენი ხმით ვილაპარაკო
ცივი მეკვრის ცივი გამოუთქმელობა
წვეთი ღვინო დავღვარე შენს ძვლებში
და ვფიქრობ რამდენი ღრმული გაგიჩნდება სანამ ბორცვებად ამოლაგდები
რა გსურდა უკანასკნელად
ამბობენ წასვლის წინ ყველა კარი ჩაკეტე
მე კი წარმოვიდგენ ცრემლის გუბურებს როგორ ტოვებდი
მათში ხელახლა დასაბადებლად
ბაყაყები კვლავ მღერიან ქვის ფანჯარაში სადაც სინათლედ შემოედინები
მე ავდგები რადგან ჯერ კიდევ მაქვს დრო სამყაროს შუქის მისაღებად
სანამ მძინავს შემიძლია ავდგე და უღრან სიჩუმეში სიზმრის ენები ვაცეკვო

Continue reading
პოეზია

ლოტის ცოლო – ნიკა გეი

ღმერთს

ვინც წყალია და კვამლი
და ღრუბელი პირზე ენის სველ ტეხილებში
ვინც მოვიდა ჩემს გონებაში წყვილი ურჩხულების შესაქმნელად
მე ვიგერიებ მკვდარ მწერებს მობუზულ რქებზე
ბალახი ტირის ბალახი ღრიალებს მათ ჩლიქებქვეშ და მეკრობა ტანზე
შენ შექმენი ეს ოთახი ოდენ შემკვრივებული ჰაერისგან
და მიწა ჩაიფიქრე
და ტკივილი შობე
მე აქ ვიყავი როცა შეკარი ჩემი მუცელი ყვავილებად
აქ ვიყავი მრავალ ოთახში ერთდროულად და არცერთში
არ ვარსებობდი რადგან შემეძლო ვყოფილიყავი ყველგან შენ მსგავსად

შენ მითხარი ძვირფასო დაიძინე
მოგაკითხავ იქ სადაც ყველა ქვა ერთმანეთს უყვება ჩვენზე
და ვიხილე სიზმარი მსგავსი იუდეის ყველა შვილის
ჩემს თმებზე ცხოველების კვნესა ეფინა მათი დაღვრილი სისხლი
და გაიღვიძა ჩემში აუტანელმა შიმშილმა ტკივილის მიყენების
დახოცე ვარდები მის ბაღში დახოცე ვარდები მის ბაღში
და ხმა იქცა ნალექად ჩემს ყურში
შენს სახედ რომელსაც ვარდის ყელივით ვჭრიდი
შენ რომელიც ასე მშვენიერი იყავი
შეწირულ ცხოველთა წყლებით ამოვსებული

მე ვსვამდი შენი ასოდან შხამს და ვფიქრობდი თაფლსა და რძეზე
თითქოს შენი სხეული ყოველ ჯერზე მკლავდა და მაცოცხლებდა
სიკვდილის მარადმყოფი ცეკვა სიცოცხლესთან
სიტყვები რომელიც აეკრა ტაძრის კანს მის გამუქებულ კედლებს
და ზარები განათდნენ ლურჯ ცახცახში
რომელიც სდევდა შენს კვალს ღამით და სდევდა მას დღისით
როგორც ცხენების თქარუნი საძირკვლებში მიწის ნაღერღში
ვფიქრობდი როდის მომიპოვებდი
დამამარცხებდი ამ გზაზე მამების მსგავსად
მე ვისაც არ შემეძლო მელაპარაკა ჩემი ზურგის ნაცვლად
ნაცვლად ქარისა რომელიც ჯერ დაიგუბა ტბის ახლომახლო
და მერე გაიშალა აურზაურის სიფერმკრთალეში
მფეთქავი შეუჩერებლივი დენა მდუმარების
რა სდევდა მას წინ თუ არა შენი დანაკარგის შიში
რას დავინახავდით შენს ძარღვებქვეშ რომ ჩაგვეხედა
თვალისმომჭრელ სინათლეს რომელიც კლებულობს
როგორც ათასი მდორე მდინარე ზღვაში ჩადინებისას
და როცა ვხედავ როგორ გშია ბაღის უკან დამალულ ხესთან
როგორ ივსება შენი პირი ფუტკრებით და საზარელი პეპლებით
მე სამუდამოდ ვეშვები შენი სულის მარადბნელ ფსკერზე
თანმყოფი სახე ამოუვსები შიმშილის რომელიც მუდამ თან გახლავს
და იქ სადაც შენზე არ ვლაპარაკობ
სხვა საგნები მეტყველებენ სხვა თანამგზავრები ამ შეურთებელი კავშირების
გზის მჭრელი გოლიათი ქვები
და სიზმრიდან ვიხედები სხვის ძილში გამოკეტილი
რა მელოდება გამოღვიძებისას
გავტეხ ამ მდუმარების გრძელ ტიხარს
ჩემი ჯოჯოხეთური შიშის ბრწყინვალება სიცარიელის წინაშე

მე კვლავ მარტო ვარ შენი მარტოობის ხატად და მსგავსად
შენი ტკივილის და იარების
თმებიც ისეთივე მუქი და ხვეული და ანარეკლი გუბურიდან მელაპარაკება
\შენ დაკარგულო შვილო რომელსაც გეძებდი\
რას მეტყვი როცა ძალიან ქვევით დავეშვები
საკმარისად ქვევით შენი მზერისგან
ცეცხლი მიწაში იმალება სადაც ქალია და სადღაც მაღლა დაგტოვე
იქ სადაც პირველქმნილი სიტყვა შემოიგარსა
ოდენ ჩანაფიქრებით ხეების და ჩიტების მსგავსი
და როცა პირი დააღე ხელი გააჩერა სიბნელემ მასში
შეყოვნდა საკმარისად დიდხანს
რათა სინათლეზე დაყრდნობით გამოსულიყო
როგორი იყო ეს სიტყვა
ნაკლული მოძრაობა მძიმე მეტალის და მისი სათქმელის სისუფთავე
როგორც საკრავის რბილი ფრენა ყურთან
მოულოდნელობისგან ხელმოცარულობა
შენ საკეტი ხარ ყველა საგნის საიდანაც ვლამობ გაღწევას
საკეტი  და არასოდეს გასაღები
ეს კარი არ წამიყვანს ზღვასავით მოელვარე მინდვრებისკენ
ვქრები შენს მეტყველებაში გამოცხადების ჟამს

როცა მხოლოდ მეტი ქარიშხალი ხარ ქალაქის თავზე
და ღამის დიდი თეთრი ნაჯახი
ნათლად ვხედავ ბავშვის ყველა დაცემას და შეყოვნებას
მისი ცრემლის ცივ სიმტკიცეს მამის პირისპირ
და ჩემს გონებაში ყველა მათგანის სამალავს მცენარეებში
სადღაც შენ მიერ შექმნილ მღვიმეში სინათლედ ვყრი მის პატარა სხეულებს
მსხვერპლთა წითელი სიკაშკაშე ცაზე
შენ გააქრე ჩემი სახელი
შენ რომელიც ხარ და მე რომელიც არ ვარ
შენ მშვიდი ბოროტება სიკეთის ფესვებში პირველყოფილი შხამი
და გაძევებ ჩემი სულის ჭუჭრუტანებიდან ქალური ნაპრალებიდან
ღია დატოვე სარკმელი ჩემში
ღია დატოვე ჭრილობა ჩემში და შიგ ყვავილი
ვინ იზრუნებს მასზე
ვინ შემორკალავს ქარის ხმას
საზრდო რომელიც მოგვეცი
ღამეს ვჭამთ
კარის ყრუ ჭრიალს და ცეცხლს ვჭამთ
ეს იყო პირველი რაც დაგვიტოვე აქ სადაც მანძილები გვირტყამენ
მე მიწას ვეკუთვნი
ფუტკრები ზუზუნებენ ის მიწას ეკუთვნის
რაღაც არის ჩემში რაც სამუდამოდ გკლავს და გაძევებს

 

Continue reading
პოეზია

ლექსები – ნიკა გეი

***

არ ვიცი რატომ ვაკეთებდი იმას რასაც
მთხოვდნენ
თითქოს არაფერი მესმოდა
როგორც ქვას არ ესმის რატომ არის ის ქვა
და არა ველური ვარდის ჯიში ვიღაცის ქოთანში
ფანჯრის ნათელ მტვერში
რომელსაც ქარი ხვეტს და ილაგებს მხილველის
სურათში
<<შეხედეთ ამ ქალს მას არაფერი გაეგება
მას არაფერი ესმის>>
ამბობენ ხმები
და გზაზე როცა მიწა მიმქონდა ჩემი ერთადერთი
მცენარისთვის
რომელსაც ჯერაც ეცოცხლა არ მომეკლა
ვფიქროდი როგორი მძიმეა
მიწა რომელსაც მივათრევ
როგორც თავად ჩემი სხეული
და ვიცოდი რომ ეს ერთი და იგივეა
რომ მხოლოდ მიწა ვარ ყვავილისთვის
არ ვფლობდი ჩემი სხეულის ერთ მცირედ
ნაწილსაც კი
რომელიც პასუხს აგებდა მათ ქმედებებზე
და როცა მას მივუახლოვდი
მის საოცრად პატარა პირს
რომელმაც გახსნა დალუქული ბარათები
და დამწყვდეული ჩიტების სარკმელი
უეცრად ვიგრძენი რომ ის სრულებით არ მომწონს
მაგრამ ეს ჯერ კიდევ იყო გრძნობა
რომლის ფლობაც რაღაც ცოცხალთან ორგანულთან
მაკავშირებდა
რომელსაც მოყვა სრული გულგრილობა და სიცარიელე
და ეს უკანასკნელი ყველაზე საშინელი
რაც ბოლოს გავიაზრე
თითქოს აზრი ის მყვარებოდა და მსურვებოდა
იყო ერთადერთი რამ რაზეც ვეკიდე ეს ბოლოხანი
და უეცრად ის გაწყდა განადგურდა
სადღაც დაუსრულებელ ატომში შენივთდდა

***

როცა რამდენიმე უცხო ლანდს გადავეყარე
ჩემი ცხოვრების გზაზე
სადაც არაფერი მნიშვნელოვანი
ან ოდნავ თანდაყოლილ ზომიერებით ნარჩევი
თითქოს მე ვიცოდი რაც იყო ის სიტყვები
რომლებსაც ამოვეხაპე მათი უპეების სიმძიმიდან
როგორღაც დაკიდებული ქუთუთოების მწარე
და არც ერთი წინადადება ერთმანეთს არ ეწყობოდა
აზრებს თავიანთ სარჩულებს ამოტრიალებულთ
ვგრძნობდი ვბოდავდი როგორც ციების მსხვერპლი
როგორც მკვდრებთან ახლახანს სტუმრად შეთვისებული
ერთ-ერთი აჩრდილი
და ცივი ქალები ჩემ ირგვლივ
მათი გრილი თვალები და სუსტი ფეხები ჩემს ყელზე
კვლავ დების სიმღერა ჩამესმა
როგორც დამტვრეულ ყინულის თოჯინაზე
ოდნავ ავლოკე მისი სახე ოდნავ შევჭამე მისი ყური
ისევ ისე მიტოვებული ამ ქალისაგან
მე მას ჩემს ნახევარ ტანს ვატანდი
მე მას ჩემს ნახევარ ცეცხლს ვუნთებდი
და ყოველი ნახევარი რაც გამაჩნდა და დავტოვე იმ წამში
რომელიც გატყდა
რომელმაც მიღალატა ჩემს ძილში შავი ყუთივით დიდი
და გაუცემელი
ან აუტანელი აუტანელი ტვირთის მსუბუქი რხევა
ეს სისუსტე და ცრემლები
რომლებსაც შენ ვიცი არასდროს შეიყვარებ
პირველმა შენ მამაჩემის შემდეგ მომეცი სახელი
და მერე უკანასკნელად
ცივი წყლებისა და ელფების ქალბატონმა
შენი თმის ფერფლით რომ გამომკვებე
თავიდან მწვანე მაჭამე შემდეგ წითელი ნარინჯისფერი
და კვლავ ეს შავი სიგრილე შუბლზე ტკივილით მსკდომი
ყოველთვის გზაჯვარედინის ბავშვს გიწოდებდი
რა ანათებს შენს სახეზე
თეთრ პირში ღამის ონკანი მცირედ მოშვებული
და მოწამლული
ნაკადი უმოწყალო შეუბრალებელი
თავისი თავის მომხმობი
ამით სულ ოდნავ გიახლოვდები
ეს უკომპრომისოდ წაგებული ომი
რომელიც ჩემს სარკეზე მაღალია
და ყველა ჩემს დარჩენილ ანარეკლზე
მსხვრევის სითბოში
და არც ერთი წყალი არ ყოფილა ასე მძიმე
ასე მხრჩობი როგორიც შენი და ჩემი
მათი გადაკვეთა საუკუნის ერთ ასოდ
მისი დროის ვინაობაში როცა გაცხადდება რაღაც
დიდი და ნათელი

 

Continue reading
თარგმანი პოეზია

კორეელი პოეტები

Moon Taejun (1970-)

თოვლიანი ღამე

ჰოი, ჩემი უცოდველთვალება შეყვარებული,
ვერცხლის ქერცლი რომ შეესახლა თვალის გუგებში.
ამაღამ მოთოვს.
თეთრი პირსახოცი რომ მომხვია ყელზე, სახე დამბანა.

ოჰ.. ჩემი საბრალო შეყვარებული.
მარტოსული ზეციდან,
წმინდა სიჩუმე დაეშვა.
თვალები დავხუჭე.

მინდოდა დამემახსოვრებინა მისი ხელები,
დრო, როცა ისინი ჩემს სახეს ბანდნენ.

Kim Chun-soo (1922-2004)

ყვავილი

სანამ მას სახელს დავარქმევდი,
ის არაფერი არ ყოფილა,
უბრალო მოძრაობის გარდა.

როცა მას სახელი ვუწოდე,
ის ჩემთან მოვიდა
და ჩემი ყვავილი გახდა.

ვის შეუძლია მომიხმოს ისე,
მე რომ მას ვუხმობდი?
დამიძახოს ისე,
ჩემს სინათლეს და სურნელს
რომ შეჰფერის,
იმისთვის, რომ გავხდე მისი ყვავილი?

ჩვენ ყველას გვსურს,
რომ ვიყოთ ვიღაცისთვის რაღაც.
შენ მე, მე კი შენ
გვინდა, რომ ერთმანეთს
მივაპყროთ მზერა,
რომელიც არ იქნება დავიწყებული.

Seo Jung-ju (1915-2000)

კეთროვანი

მზის შუქი ციდან
დაეცა კეთროვანს,
მწუხარებით სავსეს.

როცა მთვარე ქერის მინდორს
თავს წამოადგა,
მან ბავშვი შეჭამა*.

და შემდეგ, ის ქვითინებდა მთელი ღამე,
როგორც ალისფერი ყვავილი.

______________

*არსებობს კორეული მითი, რომლის თანახმადაც თუ კეთროვანი ბავშვის ფილტვს შეჭამს, ის გამოჯანმრთელდება.

Baek Seok (1912-1963)

ნატაშა, თეთრი ვირი და მე

ამაღამ დაუსრულებლად ბარდნის,
რადგან მე, საბრალო კაცს,
მიყვარს მშვენიერი ნატაშა.

ნატაშა მიყვარს,
თან ბარდნის.
მე კი მარტო ვზივარ და ბრინჯის ღვინოს ვსვამ.
ბრინჯის ღვინოს ვსვამ, ვფიქრობ:
ნატაშა და მე,
მინდა, ზამთრის თოვლიან ღამეს,
თეთრი ვირით მივსეირნობდეთ,
გადავიაროთ შორეული, სევდიანი მთა
და დავსახლდეთ ლამაზ სახლში.

უსასრულოდ ბარდნის.
ნატაშაზე ვფიქრობ.
ის აუცილებლად უნდა მოვიდეს.
როდის მოხვალ ჩემთან? როდის დამელაპარაკები?
აი.. ის მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა:
“შენ ისეთ რამეს კრავ ხელს, როგორიცაა სამყარო,
რადგან ის არეულია,
მაგრამ შორეულ მთებში გადახვეწა,
არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაკარგე.”

თოვლი ბარდნის უსასრულოდ,
მშვენიერ ნატაშას ვეყვარები,
და ამაღამ, სადღაც თეთრი ვირიც იყვირებს.

 

კორეულიდან თარგმნა თეონა კომახიძემ

Continue reading
თარგმანი პოეზია

ლექსები – Moon Taejun

მე მოვალ ჩემი გულის შემოსაწირად

მე მოვალ ჩემი გულის შემოსაწირად
მაშინ, როცა გამთენიისას კაკლის ფოთლებზე სიბნელე მოგროვდება,
მე მარტოხელა კაჭკაჭივით ვცხოვრობდი და ველოდი
პირიდან ველურ ყვავილებს ვისროდი და ჩემს უძველეს
სულს გაჩვენებდით.
ისე ვიცხოვრე, როგორც კაკლის ყვავილმა,

მაგრამ..

მწარედ მოვთქვამდი იმ მწერივით,
ზაფხულში კანს რომ იცვლის.
და ვიმღერებ მონატრებისგან გაგიჟებული
იმ სიმღერით, რომელიც თითის ანაბეჭდებს გააპნევს ჰაერში.

ეს იქნება სიმღერა, რომელიც ცეცხლივით იფეთქებს ყელში.
ეს სევდიანი სიმღერა იქნება.
მე აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი გული გავცე.

 

რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი

ბრინჯის მინდვრებში, მთის ჩრდილზე
უძრავად დგას მოხუცი ჩიტი, იბისი.
ვხედავ ღრმა ფიქრებს, რომლებიც მის სხეულში მკვიდრობენ
ისევე, როგორც ერთ დღეს ცარიელ აუზს ვუყურებდი.
ასე გამოიყურება მარტოობა?
საღამოვდება, მთების ჩრდილები ნელ-ნელა ეხებიან იბისის ფეხებს.

რადგან ის იხმეს

საღებავივით შავი და ყინულივით ცივი,
ჭიანჭველის ბუდიანი სახე,
თუმცა, მისი ფეხები, ირმისაზე უფრო წვრილია
ამ თვალუწვდენელ ბაღში.
ბევრი დრო მქონდა დასაწყნარებლად,

იმ უცნაურ სიმშვიდეს სევდიან დასასრულს ვუწოდებდი.
ბოლოს ბებია თხუთმეტი წლის ასაკში ვნახე.

 

კორეულიდან თარგმნა თეონა კომახიძემ

Continue reading
პოეზია

ზაზა კოშკაძე

 

***

ყოველთვის
როცა მე ვყვირი შენს სახელს
შენ სულ სხვა მხარეს იხედები
შენ იხედები ყოველ მხარეს
რომელიც გახსოვს.
შენ იხედები სამუდამო ტკივილის მხარეს, ანგელოზო
როცა მე ვყვირი.

ღამით შენ ჰგავხარ
ლამპიონებით განათებულ ავტომაგისტრალს
მისთვის ჩვეული ხმაურით გულში
ისევე, როგორც უკანასკნელი შენი კოცნა
ადგილობრივ ანესთეზიას
ჩემი გამქრალი ცხოვრებისთვის.
მე ყველაფერი ამტკივდა რაც კანს შიგნით მაქვს.

მთელი კოსმოსი გასარეცხი ბალიშის პირია
ჩემი და შენი თმების სუნით
რომელსაც უკვე აღარავინ აღარ დაყნოსავს
ჩვენსავით ხარბად.
შენ იხედები სამუდამო ტკივილის მხარეს ანგელოზო
როცა მე ვყვირი.
ჩვენი სიტყვები გადაიქცა
ქრონიკულ და მტანჯველ სიჩუმედ
და ყველაფერი ამტკივდა რაც კანს შიგნით მაქვს.

                                                       

Continue reading
თარგმანი პოეზია

ლექსები – გეორგ თრაქლი

***

ყრმა ელისს

ელის, როცა დაიყვირებს შავ ტყეში შაშვი,

ეს არის შენი აღსასრული.

ტუჩები სვამენ ლურჯ კლდეთა წყაროს სიგრილეს.

აცადე შენს შუბლს ჩუმი სისხლდენა,

ძველთაძველი ლეგენდების და

ჩიტთა ფრენის შავბნელი არსის.

მაგრამ ღამეში მიაბიჯებ შენი რბილი სვლით,

მეწამული მტევნებით სავსე რომ დაკიდებულა,

უფრო ლამაზად ირხევიან შენი ხელები ლურჯში.

ეკლების ბუჩქი გაიჟღერებს,

იქ სადანც შენი გამთვარებული თვალებია.

ო, რა ხანია განუტევე, ელის.

ჰიაცინტია შენი სხეული,

მასში ჩაძირავს ბერი დასანთლულ თითებს

შავი მღვიმეა ჩვენი დუმილი,

მისგან ხანდახან გადმოაბიჯებს დინჯი ცხოველი

და ნელა დახრის დამძიმებულ ქუთუთოებს.

შენს საფეთქლებზე წვეთვით იღვრება შავი ნამი,

ჩამქრალ ვარსკვავთა სულ ბოლო ოქრო.

ელისი
1

სრულყოფილია ამ ოქროსფერი დღის სიჩუმე.

ბებერ მუხის ქვეშ

გამოჩნდები, ელის, მიძინებული მრგვალი თვალებით.

მათი სილურჯე შეყვარებულთა თვლემას ირეკლავს.

შენს ბაგეებზე

დადუმდება ოხვრა ვარდისფერი.

საღამოს მძიმე ბადეს ზიდავს მეთევზე.

კეთილი მწყემსი

გარეკავს ფარას ტრყისპირისაკენ.

ო, როგორი მართალია, ელის, ყველა დღე შენი.

ჩუმად ეღვრება

შიშველ გალავანს ზეთისხილის ხის ლურჯი სიჩუმე,

განუტევებს მოხუცი კაცის ბნელი სიმღერა.

მოოქროვილი ნავი

არწევს, ელის, შენს გულს მარტოსულ ცაში.

2

ნაზი ზარების თამაში ჟღერს ელისის მკრედზე

საღამოს,

როცა მისი თავი შავ ბალიშში ჩაიძირება.

ლურჯი ნადირი

სისხლისგან იღვრება ჩუმად ეკალბარდში.

დგას იქ მარტო ყავისფერი ხე

მისგან ცვივა ლურჯი ნაყოფი.

ნიშნები და ვარსკვლავები

ჩუმად საღმოს გუბურაში იძირებიან.

გორებს უკან დაზამთრებულა.

ლურჯი მტრედები ღამე

ყინულოვანოფლსისრუტავენ

ელისის კრისტალური შუბლიდან რომ გადმოიღვრება.

ისევ გაისმის

შავ გალავართან ღმერთის ეული ქარის შრიალი.

თარგმნა მარიამ შუბლაძემ

Continue reading
თარგმანი პოეზია

შორეული გზის სამეფო – ევგენი ბრეიგერი

შენ მას იცნობდი. ჩუმი იყო, მთებს მზერით ყლაპავდა.
ის შეგეხო, წყლის შროშნების მსგავსად, სიბნელეში თავს რომ გესხმიან,
პორტალების მსგავსად, შიშებად რომ იქცნენ.
როგორც ამოთქმული სიტყვა, წერტილი,  ის შენ გეკუთვნის.

ცოდნა უსარგებლოა, მიმართულება უფორმო. მანძილი
ფორმას განსაზღვრავს. დედამიწის ასაკი მცირეა. მან თქვა,
რომ თვლა იწყება გომბეშოს პირველი სიმღერით.
მოგონება გზას უმადლის თავის სახელს. ჯერ კიდევ ღმერთამდე
განისაზღვრა ახალშობილების ღრმული. შენც შეიმეცნე.
თავს წყალქვეშ იჭერ. შენს სახეში
თევზი კითხულობს სინათლის რეფრექციას და იქ ცურავს.
თევზში ოთახია რომელსაც არასდროს ტოვებ. კარი
იმ სამეფოში ტოტებივით იფურჩქნება გაზაფხულზე.
ცივა. ის შენს თავს ორბიტასავით ატრიალებს,
აბრუნებს მას დასაწყისში, ქვესკნელში,
შენობაში, რომელიც მხოლოდ მისალმებისგან შედგება, სანამ ის წავა.

ხეტიალი ხეობისკენ, ჰაერის გასერვისკენ
სურნელი ფრინველების ზურგზე, რომელიც გაბრუებს.
ის იხდის დახურული ფილტვებით და ღია პირით
მხოლოდ და მხოლოდ ბუდის ასაგებად. რადგან დაფრინავს,
ის მძიმეა. უცნაური მომენტი, როცა იღვიძებ,
სიზმარში, როგორც ხაზი და სიზმარი, გემორჩილება
სურათში მის გაშლილ ხელს წარწერა ემატება,
და თავს იწამებს კითხვით – სად იყავი დაბადებისას?

 

თარგმნა თეონა კომახიძემ

Continue reading
თარგმანი პოეზია

წვიმა – რობერტო ბოლანო

წვიმა

წვიმს და ამბობ, თითქოს, ღრუბლები
ტირიან. 
მერე პირს იფარავ და უჩქარებ
ნაბიჯს. თითქოს, ტიროდნენ ეს გალეული ღრუბლები.
შეუძლებელია. მაშ, საიდანღა, მთელი ეს რისხვა,
ეს სასოწარკვეთა, ჯოჯოხეთის გზაზე რომ მიგვაქანებს?
ბუნება ზოგიერთ წესს
იდუმალებაში, თავის ნახევარძმაში იმალავს. და იმაზე მალე, ვიდრე
იფიქრებდი, ეს საღამო,
აღსასრულის საღამოდ რომ დასახე, მელანქოლიის
საღამოდღა მოგეჩვენება, ხსოვნაში გამქრქალ
საღამოდღა სიმარტოვის: ბუნების სარკე. ან, იქნებ
სულაც დაგავიწყდეს. წვიმა, ქვითინი, შენი ნაბიჯები
შვერილებზე სიარულისას ჭექენ. უმნიშვნელონი.
იტირე და გადნენ შენი ანარეკლები
ბულვარის გზაზე ჩამწკრივებული მანქანების
საქარე მინებში. მაგრამ, თავს ვერ დაკარგავ.

უკანასკნელი ველური

1

ბოლო ჩვენებიდან ცარიელ ქუჩებში გამოვაბიჯე. ჩონჩხმა
ამიარა გვერდი, მთრთოლვარემ, ნაგვის მანქანის ანტენაზე
გადმოკიდებულმა. მენაგვეებს სახეებს დიდი ყვითელი ქუდები
უფარავდათ. მგონი, მაინც ვიცანი:
ძველი მეგობარი. ესეც ასე! ვუთხარი თავს
ორასჯერ მაინც,
სანამ სატვირთო ქუჩის ნაკეცში დაინთქმეოდა.

2

წასასვლელი არსად მქონდა. კარგა ხანს
ვიბოდიალე თეატრის გარშემო
იქნებ მეპოვა კაფე, ან ღია ბარი.
ყველაფერი დაეკეტათ, კარები და დარაბები, მაგრამ
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ შენობები ცარიელი ჩანდა, თითქოს
აღარავინ ცხოვრობდა მათში. საქმე არ მქონდა,
იმის გარდა, წრეებზე მევლო და მომეგონებინა,
მაგრამ მეხსიერებამაც დამაღალატა.

3

თავი „უკანასკნელ ველურად“ მეჩვენებოდა
თეთრი მოტოციკლით რომ ხაზავს
ქვემო კალიფორნიის ქუჩებს. ჩემ მარცხნივ ზღვა და ზღვა ჩემ მარჯვნივ
და ჩემ შუაში ყუთი სავსე გამოსახულებებით, თანდათანობით
რომ იცრიცებოდნენ. ბოლოს დაცარიელდებოდა ყუთი?
ბოლოს მოტოციკლი ღრუბლებთან ერთად გაუჩინარდებოდა?
ბოლოს ქვემო კალიფორნია და „უკანასკნელი ველური“
სამყაროსა და არყოფნაში გაითქვიფებოდნენ?

4

მეგონა, ვიცანი: ქუდი ყვითელი ნაგვის ქვეშ,
ბავშვობის მეგობარი. არასდროს მშვიდი. არც ერთი ზედმეტი დარტყმა
ცალ რეგისტრში. პოეტები იტყოდნენ მის მუქ თვალებზე: ჰგვანან ორ ფრანს
ქალაქის ცაზე გამოკიდებულს. უდავოდ უმამაცესი. და მისი თვალები
ორი პატარა შავი ფრანი შავ ღამეში. სატვირთოს
ანტენაზე გადმოკიდებული ჩონჩხი ჩვენი სიჭაბუკის ლექსზე
ცეკვავდა. ეცეკვებოდა ჩონჩხი ფრანებსა და ჩრდილებს.

5

ქუჩები ცარიელი იყო. მციოდა და თავში
„უკანასკნელი ველურის“ სცენები მიცოცხლდებოდა. მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ინტრიგით:
მოვლენები მხოლოდ ვითარდებოდნენ. მთავარი კი: ჩუმი სივრცე,
უსიცოცხლო, მხოლოდ ქარითა და წარსულით. მოტოციკლები, ტყვიამფრქვევებიდან
გახსნილი ცეცხლი, საბოტაჟები, 300 მკვდარი ტერორისტი, სინამდვილეში
სიზმრებზე მსუბუქი სუბსტანციებით ქმნილი არსებები.
კაშკაშა
ნანახი და უნახავი. ხილული და უხილავი. სანამ არ
გათეთრდა ეკრანი და ქუჩაში არ გამოვაბიჯე.

6

კინოთეატრის გარშემო, შენობები, ხეები, საფოსტო ყუთები,
საკანალიზაციო არხების პირები, ყველაფერი იმაზე დიდი მოჩანდა,
ვიდრე ფილმის ნახვამდე იყო. კესონები ცაში აზიდულ ქუჩებს მიჰგავდნენ.
უძრავი ფილმიდან გიგანტების ქალაქში ხომ არ
მოვხვედრილიყავი? წამით ვიფიქრე, რომ შეიშალნენ პერსპექტივა და
ზომა. ბუნებრივი შეშლილობა. უკუთხობა. ჩემი ტანსაცმელიც
კი გამოცვლილიყო! ცახცახით ჩავიჩურთე ხელები
ჩემი შავი ჟაკეტის ჯიბეებში და წავედი.

7

ნაგვის მანქანის კვალს ისე მივყვებოდი, ზუსტად არ ვიცოდი,
რის პოვნას ვცდილობდი. ყველა ქუჩა
ოლიმპიური სტადიონის კოლოსალურ უკიდეგანობაში დნებოდა.
სამყაროს სიცარიელეში გამოსახული ოლიმპიური სტადიონი.
უვარსკვლავო ღამეები გამახსენდა, თინეიჯერი მექსიკელი გოგოს თვალები,
მისი მოშიშვლებული მკერდი და ჯაყვა. სადაც მე ვარ
მხოლოდ თითის წვერებით შეიძლება დანახვა, გავიფიქრე. აქ არავინაა.

8

„უკანასკნელი ველურის“ სანახავად წამოსულს, კინოთეატრიდან გამოსვლისას
წასასვლელი აღარსად მქონდა. რაღაცნაირად, თავად ვიყავი
ფილმის პერსონაჟი და ჩემმა შავმა მოტოციკლეტმა
პირდაპირ განადგურებისაკენ გამაქროლა. აღარ ცეკვავდა მთვარის შუქი
ვიტრინებზე, აღარ იყვნენ ნაგვის მანქანები და გარდასულები.
სიკვდილისა და ძილის შეწყვილება ვიხილე და გამოვცარიელდი.

ბარსელონას მწუხრი

რა შეიძლება ბარსელონას მდორე მწუხრზე ითქვას. გახსოვს
რუსინოლი რომ ერიკ სატის ხატავდა en el seu estudi?
ასეთია ბარსელონას ჯადოსნური მწუხრი, როგორიც სატის თვალები და
თმები, როგორიც რუსინოლის
სიფაქიზე. უზენაესი სილუეტებით დასახლებული, ზღვისა
და მზის ბრწყინვალება სიყვარულისთვის აშენებული
დაკიდული თუ მიწისქვეშა სახლების ფონზე. სარა ჰიბერტისა და
ლოლა პანიაგუას ქალაქი,
ნაკვალევებისა და სრულიად უმიზეზო საიდუმლოებების ქალაქი.
მუხლმოდრეკისა და სიმების ქალაქი.

გოძილა მეხიკოში

ყურადღებით მისმინე, შვილო: ბომბები ცვიოდა
მეხიკოს ციდან
თუმცა, ვერავინ ამჩნევდა.
ჰაერი ქუჩებსა და
ღია ფანჯრებში აფრქვევდა საწამლავს.
შენ ახლახანს გეჭამა და მულტფილმს
უყურებდი ტელევიზორში.
მე გვერდითა, საწოლ ოთახში ვკითხულობდი
როცა მივხვდი, რომ დავიხოცებოდით.
თავბრუსხვევითა და გულისრევით გავხოხდი
სამზარეულოში და იატაკზე დაგინახე.
ერთმანეთს ჩავეხუტეთ. შენ მკითხე, რა ხდებოდა
არ მითქვამს, რომ სიკვდილის გეგმაში ვეწერეთ
გითხარი, რომ მივემგზავრებოდით
კიდევ ერთხელ, ერთად და არ უნდა შეგშინებოდა.
როცა გაქრა, სიკვდილმა
არც კი დაგვიხუჭა თვალები.
რა ვართ, მკითხე ერთი კვირის ან ერთი წლის მერე
ჭიანჭველები, ფუტკრები, თუ მცდარი რიცხვები
შემთხვევითობის ვეება, მყრალ სუპში?
ადამიანები ვართ, შვილო, თითქმის ჩიტები,
საჯარო გმირები და საიდუმლოებები.

დაკარგული დეტექტივები

ბნელ ქალაქში დაკარგული დეტექტივები.
მათი კვნესა მომესმა.
მათი ნაბიჯები მომესმა სიყმაწვილის თეატრში.
ისარივით გამოტყორცნილი ხმა.
კაფეებისა და პარკების ჩრდილები,
ახალგაზრდების შეკრების ადგილები.
დეტექტივები, რომლებიც თავიანთ
გაშლილ ხელისგულებს დაჰყურებენ,
მათივე სისხლით მოსვრილი ბედისწერა.
და ვეღარც კი იხსენებ
ჭრილობის მდებარეობას,
სახეებს, რომლებიც ოდესღაც გიყვარდა
ქალს, რომელმაც სიკვდილისაგან გიხსნა.

 

თარგმნა ნინო ჩაჩავამ

Continue reading
პოეზია

უცნობი სოკოები – იუგენ ბეკერი

უცნობი სოკოები
ისმოდა, როგორ მიგორავდა მანქანა
ეზოში, მე კარისკენ გავრბოდი… მაგრამ იქ
არაფერი იყო.
ამ წინადადებებს ვწერდი, სანამ
შენ სახლში მოდიოდი. არა, გაურკვეველი არაფერია
ან იქნებ არის. მაგრამ ისინი მათზეა, ამ შეფერხებებზე;
სიჩუმე ზოგჯერ ძალიან მძიმედ აწვება ზედაპირს.
სოკოები
ჯერ კიდევ არ იყვნენ ამოწვერილი მდელოზე, როცა შენ მასზე დაიარებოდი. უზარმაზარი
და მჭიდრო როგორც მეგაქალაქები, რომლებშიც ახალი შენობები
იწარმოება. ახლა გაკვირვებული ხარ მთელი ამ პროექტით
და არ იცი. რა არის სიმართლე, სიურეალური სისტემა,
მდგომარეობა უმართავია. როგორ უნდა გაირკვეს …უცნობია;
შესაძლოა აქ ყველაფრის
გარდაქმნაა საჭირო.
თუმცა ჯერ მისგან დაცლა.
რადგან ბევრია სათქმელი. რაც მნიშვნელოვანია და რაც არ არის, შეიძლება
წლები გავიდეს, სანამ გაცხადდება. შესაძლებელია ეს
ლოდინი? ეს ჩრდილები ფარდულებთან, მაშინ გამოისახება, როცა
მათ დაჭირდებათ. ეს სარჭებიც, ბელგიური კურორტები, ჭალის ტომრები
და ტრამვაის ხაზები ჯერ თავიანთ რიგებში დგანან.
ცოტა ხნით
გვაფიქრდება. ეს სხვაგვარად იყო.
სხვაგვარად
იყო ყველაფერი. იქნებ უფრო ნათლად. მჩივლელი არ აღებს  გარაჟის
კარს. ან დაკავებულია საპენსიო გადასახადებით, გენეტიკური კვლევით,
სახელდებით დასტაში… მგონი ამდენიც
არაფერია სათქმელი. კიდევ უფრო დამაბნეველი, რადგან
შემჩნეული ნაკვალევები სატყუარაა და ეს კავშირიც იმდენჯერ წყდება, ეს სიტყვები მომხდარს აღარ აღწერენ. სამ წუთზე
დიდხანს, წილი ეცემა, და
თუ ვინმე მოდის და დგება, შეუძლია მხოლოდ ის, რომ
მაშინვე წავიდეს.
მიუხედავად ამისა. რადგან მონაწილეობა მთავარია. მე ყველა
ღონეს ვახმარ. შეიძლება შედეგი უკვე ცნობილია, როგორ
და სად იქმნება ეს განწყობა. გარეთ,
თავლაშია მოსაცმელი, რომელმაც ყველაფერი გამოცადა,
ამ კაცების შეკრება, ღამე სადგურზე,
მოსახვევი, წვიმა. რამდენიმე ძველი რამ
დარჩა, როგორც ყოველთვის, როცა ირკვევა, რომ
იქ იყავი. არც ისე ხშირად, თითქოს იქ არც
არაფერი გვესაქმებოდა; მგონი საკმარისია ერთი პასუხისთვის .
იქნებ ჯობს,
შევეშვათ ამ სოკოებს; მათი სახელები ლექსიკონისთვისაც უცნობია. ღიაა
გარაჟი; საჭიროა მხოლოდ ერთზე მეტჯერ
ცდა, და არაერთხელ, როცა ჩაუვლი.
მაგრამ წინადადებებმა სხვა გზა ნახეს. და გეგმის მიხედვით
არაფერი მუშაობს. გვერდითი ქარიკარს ისევ რაზავს, და ყველა ღონის მიუხედავად, მე ვერ ვპოულობ გამხსნელს. ყველა
გაოცდება. გარშემო სიჩუმეა, და დარჩეს თუ არა
ასე, ვერ გადავწყვეტთ.

 

თარგმნა ს.კ-მ



Continue reading
პოეზია

არსი – ბერნარდ ბადორი

საიდუმლო საყასბო კაუჭებით გალურჯებული
გაღვიძების
შეფოთვლის ჟამს
ძილი
ელვას ყარაულობს
სპირალკლაკნილს პლატინის ნავებს შორის.
ხეიბრები
ბორგავენ და ტრიალებენ
მოძრავ ქვიშაში
სცენის მიღმა
სადაც ტლანქი გულისცემები
თავდაყირა იკითხება.
განგაშის ხვეულებთან
გაქცეული ძვრების
სნეულ ორბიტაზე
დაძახებული
წარმოშობა
მთავრდება.

 

თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ



Continue reading
პოეზია

***

მშვენიერო ასულო,
                 “არ ენდო ამ სატანას” – გეტყვიან სხვები,
                                                                       ვისაც სურთ,
                          თავადვე ამ ცხენის ჭენება.                მშვენიერი შენი თითებივით,
მეხებიან შენი სხეულის სხვა ნაწილები –
                                                      ეს ზმანებაა,
რაც შენს ხსენებაზე მეზმანება.                         მშვენიერო ასულო,
                                  შორო,
                                შორს მყოფო,
            მზად ვარ გავიღო,
შენი სუფთა სისხლის საზიაროდ,
            ჩემი ჭუჭყი-სპერმა,
რათა თანაზიარვყოთ
    სიყვარული სამყაროსთვის.   ამას ვუწყი, შენც იგივე გსურს
     და ნუ ვაგვიანებთ,
           თოკების შეხსნას
ჩვენ ხომ ისედაც სიკვდილისთვის დავიბადეთ.                               Horridas nustrae mentis
                 purga tenebras,
            accende lumen sensibus.მახსოვს როგორ აბრკოლებდა,
ჩვენს სხეულებს სამუშაო უნიფორმა,
                    ერთმანეთს დაწაფულიყვნენ
                                და შეზელილიყვნენ,
ვითარცა თიხა ქოთნის,
             შემგროვებელ მექოთნისთვის.გაიღე ჩემთვის ცოტაოდენი ზეშთაგონება,
და შენს ფანტაზიებს რეალობად აქცევს ეს ჯადოქარი.
                                      მე დავუგდებ ყურს,
             რაზეც აქამდე დუმდი.
მე მესმის ეს სიჩუმე,         მაშინ მიხმობ,
როცა შენი კერტები,
             ზარებივით ხმაურობენ.
თუ ეს ხმები წარმოდგენაა
                   და არა რეალობა,
მაშინ მითხარ
       რაღაია ეს ფიქრთა დიალოგი,
 ჩვენ ორს შორის? ორივემყოველი გავთქვით და
      მაინც დამრჩა, მეტი საიდუმლო,
             შენივ ორივ ყურის საამებლად
                      და ბევრი მაქვს,
შენივ ორივ წყვილი ბაგეთათვის წასაცხობად,
                             აკნეს და
არა მარტო მორჩენისთვის,
შემდეგ ისინიც რომ აკვნეს –
  • დებოდნენ,
         საიდუმლოთა იდუმალი სენის შესახებ.
ავტორი ივა თადიაშვილი
Continue reading
პოეზია

საყოველთაო ამნისტია – MIRKANI

უგემური. რძის ყავისფერი ძუძუსთავივით დანაოჭებული თეთრი ნაღები.
უგემური- წყალი.
ყველაფერი ძალიან მარტივია.
ყველაფერი საშინლად მარტივია.
ფანჯრის მიღმა გაშლილი სივრცე სიმულაციაა.
ფანჯარა კუბოში.
იყურე, რამდენ ხანსაც გინდა, ოდესმე მოგიწევს
გაწელილი ნაცრისფერის კევის მოკეცვა
და ფანჯრის მოკეტვა
ნაცრისფერი სიცარიელისთვის ფანჯრის მოკეტვა
და გაძლება შენი კუბოს მარტო უკუნში.
ჩემი… ჩემი კუბოს მარტო უკუნში.
მე ჩემი ბედი პუნქტებად ვიცი
კუბო ზრიალებს და მიწაში კაფსულასავით ვარდება
ვის აქვს იმხელა ხელები,
კუბოს ქვეშ ხელები ამოუდოს და არ გაუშვას?
ვინ გადაიგლეჯს ხელებს გაქანებით ჩავარდნილ ლიფტზე?
ბაგირები გხეხენ, იგლიჯები, იგლიჯები
არავის ვუღირვარ ამდენად
ვიღაცები ყვავილებს მადებენ სახეზე
ეს არაა თავგანწირვა, არც შველაა,
ვიღაცები უბრალოდ ცნობენ სახელს საფლავის ქვაზე
და თავს გადააქნევენ რომ ასე ადრე.
მაგრამ ამას ხელს არავინ შეუშლის, პრინციპულად, თუნდაც ხელების დაკარგვის ფასად.თმების მოკლედ შეჭრა.
ძველი კიკინის მუზეუმისთვის დატოვება.
წიგნების- არ ვიცი, ვისთვის.
დღიურების- ხვლიკისთვის
მშობლების- არ ვიცი ( )
ლექსების ჩემთვის
ნაწერების ჩემთვის
ტრავმების ყველასთვის
რომ შავ აჩრდილებად დაძრწოდნენ ბავშვებიან და კაცებიან და დედებიან სახლებში
და ჩემს ამბავს ყვებოდნენ
და ყველას აკივლებდნენ ტანჯვისგან
და თვალებს ვეღარ ხუჭავდნენ, იმის შიშით, რომ მე დამინახავდნენ.და, ალბათ, დატოვება ღიმილის,
ყველასთვის, ვისაც მარტოობა დავულბე
როტორც უკბილოს ხმელი პურიდა ლოყაზე უცაბედი კოცნისდა მკლავზე ხელის უცაბედი, თავშეუკავებელი ჩამოსმისდა ალბათ, გიჟი კივილების
რომლებსაც ვერ ვიკავებდა გიჟი სიცილების
ღამე წითელზე გადარბენისას
და გინებების და უხამსი ხუმრობებისდა ყვავილების, რომლებსაც მეგობრებს უცაბდად ვჩუქნიდი, 1 კვირაში გახმა, მაგრამ დამიმახსოვრეს…და თვალებში მოურიდებელი, გამჭოლი, თანამგრძნობი შეხედვითდა ალბათ, ჩემი სუნის, როცა მეხუტებოდნენ ზამთარში გაბმულად და ვარდისფერი პალტო მეცვა, ამბობდნენ, რომ ძალიან კარგი სუნი მაქვს, ჩემი სუნი, სუნამოსი არა, სხვა სუნი ჩემი.როცა მოვკვდები
აღარ ვიქნები კარგი დასანახი და დასასუნი.ყვავილებს გადამაკრავენ
რომ არ გამოჩნდეს, როგორი მკვდარი ვარ.
ალბათ, ახლაც ასეა და ამიტომაცაა ჩემთვის ყველაფერი კაშკაშა გამჭვირვალე ცელოფანი.ცხვირში ბუზები შემაცოცდებიან და მატლებს დაჩეკენ ჩემი ტვინის ხვეულებშისადაც იყვნენ სიტყვები, და ჩემი გრძნობები
ჩემი გრძნობების ყავის ნალექი.დაჭრილი ხახვის რგოლები.გატეხილი თერმომეტრი გულში
იყინება გაშლილი ვერცხლიწყალიდივანივით კომფორტულია ჩვენი ერთადერთი გზა,ჩემი გადარჩენა შეუძლებელია.მშვიდად ვიყოთ. საყოველთაო ამნისტია.

Continue reading
პოეზია

აქილევსის სიმღერა – რობერტ დუნკანი – თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ

მეტი არ ვიცი მხოლოდ რასაც ზღვა მეტყვის,
მითხრა დიდი ხნის წინათ, ან მომესმა
ქვიშებს დახლილ შორეულ ღრიალს როგორ ეუბნებოდა,
საზრისის ტალღებს აკვანში რომელთა
მჟღერ და მოძახილ ძალაშიც მე
ძინა.
მამაკაცბალღო, ასე იმღერდა
– ან იქნებ ქარიშხალმა დადგა ღამე
მოძრავ კედლად რომელმაც
წარმიტაცა ისე თითქოს დედური ბუდე
მოძერწა ძრწოლამ?
ტალღა სიცოცხლისა ჩემს სიცოცხლეზე
ბნელი მიქროდა წინაშე, და მე,
მეტად დიდი ვიდრე ვიყავი, დავბნელდი როგორც
ღრმა უნაპირო,
აღმოვცენდი ჩემგან, დავფერთხე დღის
უკანასკნელი შუქი
ჩემს თავს.
მამაკაცბალღო, იტყოდა ასე,
დაუბრუნდი ნაპირებს იმისა რაც ხარ.
ჩამოშლილ ნაპირებს დაუბრუნდი.
მთელი ღამე
დედურმა მიმოქცევებმა რომელშიც შენი
სიცოცხლე პირველად იქმნა პირქუშ
სხივებში დაარწყულეს მზის
სისხლიანი დიდებულება
და, მთვარის ზეიმურ მსვლელობათა
ქვეშ, ქუხილ-ქუხილ
დააფინა ძველი ლტოლვის
ჭექა-ჭექა, ცემა
რომლის ნამეორები გრძნეულებისა
მოგიღებს ბოლოს.
 
 
Continue reading
პოეზია

როცა ზეციური წითელი გონებაში ბრწყინდება

როცა ზეციური წითელი გონებაში ბრწყინდება
უნდა მოკლა საყვარელი ტყუპისცალი ელექტროშოკით.
დაამშვენე მისი კანი კეთილშობილური ორნამენტებით,
დაე, მისი ფრაგმენტები მიწიერ ბორცვზე ამაღლდეს
რადგან მე ვიცი, ყველაფერზე უკეთ,
სიცარიელეში მომთაბარე და ჰალუცინაციური,
შენი გული ჩემო სიყვარულო.

თუ ვინმე მოგცემს ხმას,
ერთადერთ რამეს, რაც მას ეკუთვნის
შენ ხარბად იწოვ შენი საცეცებით,
ტოვებ – მარტო, სიბნელეში შეშინებულს.
იმიტომ რომ შენ ყველას  არ გაუღებ კარებს,
რადგან შენი გული, როგორც ვთქვი,
ბრმა და უნაყოფოა –
უდაბნო, რომელიც უკან იღებს ყველაფერს, რასაც გასცემს
და ანადგურებს ნებისმიერ უცხო მინარევს.
რომელიც მის ზედაპირზე რჩება

მაგრამ შენ ვერც კი ხედავ
რომ ბალახსაც კი აქვს პაწაწინა ფრთები,
როდესაც თხრილები ჩნდება კანქვეშ.

და ისევ იწყებ თავიდან,
უარყოფის თეთრ პალატაში,
რომელსაც არავინ ასუფთავებს
და გაბრაზებული ნანგრევებიდან
ვერ დაგიხსნის.

Continue reading
Photoshootings ბლოგი

BRAND NEW SELECTION OF FASHION FOR MAN

Fashion is a popular style or practice, especially in clothing, footwear, access, makeup, body piercing, or furniture. Fashion is a distinctive and often habitual trend in the style in which a person dresses. It is the prevailing styles in behaviour and the newest creations of textile designers. Because the more technical term costume is regularly linked to the term „fashion“, the use of the former has been relegated to special senses like fancy dress or masquerade wear, while „fashion“ generally means clothing, including the study of it. Although aspects of fashion can be feminine or masculine, some trends are androgynous.

Although tailors and dressmakers were no doubt responsible for many innovations, and the textile industry certainly led many trends, the history of fashion design is normally understood to date from 1858 when the English-born Charles Frederick Worth opened the first true haute couture house in Paris. - John Doe

The Haute house was the name established by government for the fashion houses that met the standards of industry. These fashion houses have to adhere to standards such as keeping at least twenty employees engaged in making the clothes, showing two collections per year at fashion shows, and presenting a certain number of patterns to costumers. Since then, the idea of the fashion designer as a celebrity in his or her own right has become increasingly dominant.

Continue reading

A really great man is known by three signs: generosity in the design, humanity in the execution, moderation in the success.

Otto von Bismarck
Scribbles

NEW BREAKFAST CAFE OPENS TODAY – FREE DRINKS


This is the 1st Column. The modern idea of a restaurant – as well as the term itself – appeared in Paris in the 18th century.[2] For centuries Paris had taverns which served food at large common tables, but they were notoriously crowded, noisy, not very clean, and served food of dubious quality – not very good at all. The main competitor to the Michelin guide in Europe is the guidebook series published by Gault Millau. Unlike the Michelin guide which takes the restaurant décor and service into consideration with its rating, Gault Millau only judges the quality of the food. Its ratings are on a scale of 1 to 20, with 20 being the highest.

This is the 2nd Column. In about 1765 a new kind of eating establishment, called a “Bouillon”, was opened on rue des Poulies, near the Louvre, by a man named Boulanger. It had separate tables, a menu, and specialized in soups made with a base of meat and eggs, which were said to be restaurants or, in English „restoratives“. Other similar bouillons soon opened around Paris.  Thanks to Boulanger and his imitators, these soups moved from the category of remedy into the category of health food and ultimately into the category of ordinary food….their existence was predicated on health, not gustatory, requirements.

Restaurant guides review restaurants, often ranking them or providing information to guide consumers (type of food, handicap accessibility, facilities, etc.). One of the most famous contemporary guides is the Michelin series of guides which accord from 1 to 3 stars to restaurants they perceive to be of high culinary merit. Restaurants with stars in the Michelin guide are formal, very expensive establishments.

This is the best restaurant I have ever visited. Great location and great food. The only minor downside are the prices which are pretty high but I guess quality comes with the price. - John Barbista

The main competitor to the Michelin guide in Europe is the guidebook series published by Gault Millau. Unlike the Michelin guide which takes the restaurant décor and service into consideration with its rating, Gault Millau only judges the quality of the food. Its ratings are on a scale of 1 to 20, with 20 being the highest.

Continue reading
Scribbles კრიტიკა

BRAND NEW BARBER SHOP JUST OPENED – BIG SALE

A barber (from the Latin barba, „beard“) is a person whose occupation is mainly to cut, dress, groom, style and shave men’s and boys‘ hair. A barber’s place of work is known as a „barber shop“ or a „barber’s“. Barber shops are also places of social interaction and public discourse. In some instances, barbershops are also public forums. They are the locations of open debates, voicing public concerns, and engaging citizens in discussions about contemporary issues. They were also influential in helping shape male identity. In Australia, the official term for a barber is hairdresser.

In previous times, barbers (known as barber surgeons) also performed surgery. With the development of safety razors and the decreasing prevalence of beards, in English-speaking cultures, most barbers now specialize in cutting men's scalp hair as opposed to facial hair.

In modern times, the term „barber“ is used both as a professional title and to refer to hairdressers who specialize in men’s hair. Historically, all hairdressers were considered barbers. In the 20th century, the profession of cosmetology branched off from barbering, and today hairdressers may be licensed as either barbers or cosmetologists. Barbers differ with respect to where they work, which services they are licensed to provide, and what name they use to refer to themselves.

Continue reading
ბლოგი თარგმანი

FASHIONABLE SWEATERS FOR EVERYONE

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat. Ut veniam, quis nostrud exerci tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsanet iusto odio dignissim qui blandit praesent. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum.

Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum. Typi non habent claritatem insitam; est usus legentis in iis qui facit.

Continue reading
Photoshootings Scribbles ბლოგი

THIS IS A FASHION VIDEO POST

Lorem ipsum dolor sit amet, conseterer ad elit sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat. Ut wisi enim ad minim veniam, quis nostrud exerci. tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat.

Lorem ipsum dolor sit amet, consecteter ad elit sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat. Ut wisi enim ad minim veniam, quis nostrud exerci. tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat.

Continue reading
კრიტიკა

HIKING IN THE MOUNTAINS

Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat. Ut veniam, quis nostrud exerci tation ullamcorper suscipit lobortis nisl ut aliquip ex ea commodo consequat. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsanet iusto odio dignissim qui blandit praesent. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum.

Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Nam liber tempor cum soluta nobis eleifend option congue nihil imperdiet doming id quod mazim placerat facer possim assum. Typi non habent claritatem insitam; est usus legentis in iis qui facit.

Continue reading
Page 1 of 212»

© 2018 copyright PREMIUMCODING // All rights reserved
Designed by Premiumcoding