როცა ზეციური წითელი გონებაში ბრწყინდება უნდა მოკლა საყვარელი ტყუპისცალი ელექტროშოკით. დაამშვენე მისი კანი კეთილშობილური ორნამენტებით, დაე, მისი ფრაგმენტები მიწიერ ბორცვზე ამაღლდეს რადგან მე ვიცი, ყველაფერზე უკეთ, სიცარიელეში მომთაბარე და ჰალუცინაციური, შენი გული ჩემო სიყვარულო.
თუ ვინმე მოგცემს ხმას, ერთადერთ რამეს, რაც მას ეკუთვნის შენ ხარბად იწოვ შენი საცეცებით, ტოვებ – მარტო, სიბნელეში შეშინებულს. იმიტომ რომ შენ ყველას არ გაუღებ კარებს, რადგან შენი გული, როგორც ვთქვი, ბრმა და უნაყოფოა – უდაბნო, რომელიც უკან იღებს ყველაფერს, რასაც გასცემს და ანადგურებს ნებისმიერ უცხო მინარევს. რომელიც მის ზედაპირზე რჩება
მაგრამ შენ ვერც კი ხედავ რომ ბალახსაც კი აქვს პაწაწინა ფრთები, როდესაც თხრილები ჩნდება კანქვეშ.
და ისევ იწყებ თავიდან, უარყოფის თეთრ პალატაში, რომელსაც არავინ ასუფთავებს და გაბრაზებული ნანგრევებიდან ვერ დაგიხსნის.
Leave a Comment