მშვენიერო ასულო,
                 “არ ენდო ამ სატანას” – გეტყვიან სხვები,
                                                                       ვისაც სურთ,
                          თავადვე ამ ცხენის ჭენება.                მშვენიერი შენი თითებივით,
მეხებიან შენი სხეულის სხვა ნაწილები –
                                                      ეს ზმანებაა,
რაც შენს ხსენებაზე მეზმანება.                         მშვენიერო ასულო,
                                  შორო,
                                შორს მყოფო,
            მზად ვარ გავიღო,
შენი სუფთა სისხლის საზიაროდ,
            ჩემი ჭუჭყი-სპერმა,
რათა თანაზიარვყოთ
    სიყვარული სამყაროსთვის.   ამას ვუწყი, შენც იგივე გსურს
     და ნუ ვაგვიანებთ,
           თოკების შეხსნას
ჩვენ ხომ ისედაც სიკვდილისთვის დავიბადეთ.                               Horridas nustrae mentis
                 purga tenebras,
            accende lumen sensibus.მახსოვს როგორ აბრკოლებდა,
ჩვენს სხეულებს სამუშაო უნიფორმა,
                    ერთმანეთს დაწაფულიყვნენ
                                და შეზელილიყვნენ,
ვითარცა თიხა ქოთნის,
             შემგროვებელ მექოთნისთვის.გაიღე ჩემთვის ცოტაოდენი ზეშთაგონება,
და შენს ფანტაზიებს რეალობად აქცევს ეს ჯადოქარი.
                                      მე დავუგდებ ყურს,
             რაზეც აქამდე დუმდი.
მე მესმის ეს სიჩუმე,         მაშინ მიხმობ,
როცა შენი კერტები,
             ზარებივით ხმაურობენ.
თუ ეს ხმები წარმოდგენაა
                   და არა რეალობა,
მაშინ მითხარ
       რაღაია ეს ფიქრთა დიალოგი,
 ჩვენ ორს შორის? ორივემყოველი გავთქვით და
      მაინც დამრჩა, მეტი საიდუმლო,
             შენივ ორივ ყურის საამებლად
                      და ბევრი მაქვს,
შენივ ორივ წყვილი ბაგეთათვის წასაცხობად,
                             აკნეს და
არა მარტო მორჩენისთვის,
შემდეგ ისინიც რომ აკვნეს –
  • დებოდნენ,
         საიდუმლოთა იდუმალი სენის შესახებ.
ავტორი ივა თადიაშვილი