ინტერვიუ თეო კომახიძესთან

სკაეს კითხვები შევადგინე იმავე მუსიკის ზემოქმედების ქვეშრომელშიც ვიყავი შენს კითხვებზე პასუხების გაცემისას.  Wolves In The Throne Room-ის მუსიკას ვგულისხმობისინი მსმენელებს მოუწოდებენ არ მოიხმარონ ნარკოტიკები მათი კონცერტის დროს და მუსიკას დაწოლილ მდგომარეობაში მოუსმინონროგორია მდგომარეობარომელშიც შენი ლექსები უნდა წაიკითხოს ან -, რომელშიც შენ უნდა იყო წერის დროს?

თეო: არ ვსტილიზირდები. შემიძლია ვწერო სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ სუბსტანციებში ყოფნისას. აქედან გამომდინარე, არ მინდა კონსტიტუირდეს რაიმე სახის მდგომარეობა, რომელშიც უნდა წამიკითხონ, მინდა ყველაფერს სპონტანური, მოუწესრიგებელი ელფერი ქონდეს. არაბულ ენაში არის სიტყვა Mascoon, რომელიც ზუსტი თარგმანით აღნიშნავს „დასახლებულს“, ასევე ის არის რაღაცით შეპყრობილის შესატყვისი. უბრალოდ ვისურვებდი რომ მკითველი თავისი შამანური ბნელნათელი ფესვებით დასახლებულიყო ჩემს ლექსებში.

სკაშენს ლექსებში კადრირების პრინციპით გვხვდება ესენციებიმინერალებიაბსტრაქციული ნეოლოგიზმები.. ყველა წინადადება თუ სტრიქონი ცალკეულისიზმრისეული კადრიათითქოს მათ ერთდროულად სხვადასხვაპარალელური ემოციების ფონზე ადგენერთერთ ლექსში, „ნაგაზური შუქნიშნები“, პროგრამული კოდებიც გაქვს გამოყენებულიშეიძლება ითქვასრომ რასაც კადრები ვუწოდეშენს შემთხვევაში კოდებიარისთვის წერ მათ?

თეობრეტონის ინტერპრეტაციას მოვახდენ. მე მჯერა, რომ ორი განსხვავებული მდგომარეობა, სიზმარი და რეალობა, წერისას ერთ მატერიად, სიურეალობად გადაიქცევა. ჩემი ლექსების თემატიკა უმეტესად საკუთარი სიზმრებითაა ინსპირირებული. ვფიქრობ, რომ ლექსის წერის მომენტში,  მათი ერთ ელემენტად გარდაქმნა ხდება. პოეზიაში ჯერჯერობით არ გამომიყენებია პროგრამული კოდები, თუმცა შეიძლება მოვიდეს ამგვარი ექსპერიმენტის დროც.  რაც შეეხება ნაგაზურ შუქნიშნებს, იქ გამოყენებული მაქვს html ფერების ერთ-ერთი კოდი. ამ ლექსის დაწერის დღეს, ერთ-ერთ ვებსაიტს ვაკეთებდი ამ ფერში და შემდეგ გონებაში ჩამრჩა. როცა სახლისკენ მივდიოდი, ტყით შემოსაზღვრული გზის გავლით, ბნელოდა და გზაჯვარედინის გადაკვეთისას, მომეჩვენა რომ შუქნიშნები „მიყეფდნენ“. რაც პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, უბრალოდ მოულოდნელი შიში ვიგრძენი, რომელსაც ჩემი იმპულსები დაექვემდებარნენ.  შუქნიშნების ქვემოთ, მიწის სიღრმიდან ხმა ამოდიოდა. მინდოდა იმ ადგილს სწრაფად გავცლოდი და როცა სამყაროს მიმართ კიდევ უფრო გაუცხოვებული, სახლში დავბრუნდი, მეტად გავიაზრე „გასაგნების“ შესაძლებლობა და ეს ლექსი დავწერე.

სკაექსპრესიონისტული არ არის ისრითიც განვსაზღვრავდი შენს პოეტურ სტილსმაგრამ კონკრეტულად პოეტიკაზევიტყოდირომ უკიდურესად ექსპრესიონისტულია და მეტაფორები თუ სახეებირომელსაც ქმნიქრონოტოპული მრავალმხრივობით ხასიათდებაშეიძლება ისინი უფრო ამ მიმდინაროების მხატვრობიდანაა ინტეგრირებულივიდრე ლიტერატურიდანზოგადადმხატვრობაზე მინდოდა მეკითხა,  მისი ადგილის შესახებ შენს ინტერესებშიდა მხატვრებზეაქვს რომელიმე მათგანს გავლენა შენს პოეზიაზეთუ აქვსვფიქრობ ეს გავლენა იმაზე მეტიარამდენიც ნებისმიერ პოეტს შეიძლებოდა ჰქონოდა.

თეო: ილია ზომბის შემოქმედება მომწონს, ვფიქრობ მისი ყვითელი ფერი უდიდესი ჰალუცინოგენია ამქვეყნად. მომწონს იონას ბურგერტის მწვანედ დანახული ჯოჯოხეთი, სადაც დეფორმირებული, გაბრაზებული და დატანჯული ადამიანები ცხოვრობენ, მომწონს ჯაბერ ლუტფის ლაქისებრი ადამიანები, ალესანდრო ბავარი. ჰერმან ნითშის წითელი მაფხიზლებს, პიპილოტე რისტის ინსტალაციები.. გავლენაც აქვს, ალბათ, მაგრამ კონკრეტული მაგალითი ახლა არ მაგონდება.

სკა: მნიშვნელოვანიაროგორ გაიგებენ თუ მიიღებენ შენს ლექსებს?

თეო: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის განწყობა შევუქმნა მკითხველს, რაც წერის დროს მქონდა.

სკა: ერთ ინტერვიუში თისი ბოილირომელიც ამ კვირაში ჩემი საყვარელი მწერალიაამბობსრომ ხელოვნება არაფრისგან იქმნებამეორეში – მის პროდუქტიულობას მისსავე ღიაობას აწერსშენ ხშირად წერ არაფერზეეს არაფერი აბსტრაჰირებულია და წერ შენზეცრა არის შენი შთაგონება?

თეო: მოგზაურობის დროს ხშირად ვუსმენ „სპეციალურ ხმაურს“, რომელიც მამშვიდებს. ეს არის ზღვის ტალღების, ჩიტების ჭიკჭიკის, ფოთლების შრიალის ან ქარის ხმა, ე.წ სამედიტაციო მუსიკა, რომლითაც სავსეა იუთუბი. ეს ხმები ილექებიან ჩემს გონებაში და უკეთ აღვიქვამ გარემოს, რომელშიც იმ წამს ვარ, ამის შემდეგ,  ჩემთვის ყველაფერი ბევრად მისტიური ხდება, ვიდრე სინამდვილეში შეიძლება იყოს. შემდეგ კი ეს ფერები და მოელვარე ხმაურები თავს ივლენენ ლექსებში. საერთოდ ბევრი რამ იწვევს ჩემში შთაგონებას, მაგრამ არ მინდა პასუხი ძალიან ვრცელი იყოს და აქ შევჩერდები.

სკავინ არიან გამორჩეული პოეტები შენთვის და რატომ გამოარჩიე ისინი?

გლეზი ამბობდა რომ ხელოვნების მთავარი შეცდომა რეალობის მიბაძვაა. სანამ ფავორიტ პოეტებზე გადავალ, ვიტყვი, რომ ჩვენი თაობის პოეზიამ განიცადა ინვოლუცია, უკუგანვითარება. წინა თაობის პოეტების ზურა ჯიშკარიანის, ალექსა ჩიღვინაძის თაობა იყო საზღვრებს მიღმა არსებული სამყაროს იდეების განმსხეულებელი, პროგრესული, რევოლუციური და ინდივიდუალური. ჩვენი თაობის პოპულარული თემატიკა არის ყოველდღიური რუტინის,  მიმეტიკური, ერთმანეთის მიმბაძველური აღწერა, კიტჩი, რომელიც იმდენად თეატრალიზებული, წარუმატებელი და მოსაწყენია რომ ლამის ჩამთვლიმოს. ქართველი პოეტებიდან გამოვარჩევდი მაია სარიშვილს, კარლო კაჭარავას, მარი ჩხაიძეს, ირაკლი ყოლბაიას, დათო ბარბაქაძეს, ნიკა გეის, ზურა ნეფარიძეს, შენ, მირკანს, თამარ შუკაკიძეს.

ყოველდღიურად ვკითულობ დიანა ვაკოსკის, მის საიტს ხშირად ვსტუმრობ და ყველა სიახლეს თვალს ვადევნებ, ვაღმერთებ უილ ალექსანდერს და პაულ ცელანს, ალეხანდრა პისარნიკს, ოლსონს.. სხვათა შორის ბრეტონს და  ცარასაც ყოველდღიურად ვუბრუნდები.

სკა: ვფიქრობშენთვისროგორც პოეტისთვისდამახასიათებელია შეგრძნებებით და მეხსიერებითი თუ წარმოდგენითი შთაბეჭდილებებით მანიპულირებამათ შორის კავშირების დამყარებაკონფრონტაციავიტყოდირომ სენსუალისტი ხარ და როგორც ფოიერბახისთვის (რომელსაც ერთჩემთვის გამორჩეულ ლექსში ახსენებ), არის შეგრძნება დასასრული და არა დასაწყისიშენთვისაცროგორც პოეტისთვისშეგრძნება შემეცნების მთავარი საშუალებაარამდენად შეიძლება პოეზია ჩაითვალოს შეგრძნების მთავარ საშუალებადროგორ განსაზღვრავ პოეზიას?

თეოპოეზია არის ქალღმერთი კალიფსო, რომელიც ოდისევსს ყველა იმ სახის საკვებით გაუმასპინძლდა, რითაც ადამიანს შეუძლია დატკბეს, მაგრამ თავად მხოლოდ ნექტარი მიირთვა. ჯერ კიდევ პლატონმა შენიშნა რომ პოეზია არ შეიძლება იყოს რაციონალური, რადგან ინსპირირებულია ისეთი მუზების მიერ, როგორიც სიზმარი, ეროტიზმი ან სიმთვრალეა. პოეზიას მორალის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება უნდა ქონდეს, რადგან მისი მოვალეობა არ არის ადამიანის სულიერი განწმენდა,  ანუ კათარზისი. ჩემთვის პოეზია არის გამოცდილებისთვის მიუწვდომელი, ხილვებით და თავისუფალი ასოციაციებით მდიდარი სამყარო და ამ სამყაროში სხვადასხვა შეგრძნებებით ჩემს ყოფნას გამოვხატავ.

სკაცოტა ხნის წინ შენი პირველი კრებულის გარეკანი გვაჩვენე, განავრცობ ამ ამბავს? როდის გამოდის?

თეო: კრებულს „ასი სიზმარი“ ქვია, გამომცემლობა ინტელექტი გამოსცემს და გარეკანის ავტორი ნენსი ვოლანდია. სავარაუდოდ მომავალ კვირაში იხილავს დღის სინათლეს.

სკაბოლო კითხვა ჩვენზეარატომ ვართ „სატურნისთავიანი ადამიანები“? აქვემინდა Saturnlyrik-ზეც მოყვერადგან ამ პროექტის ავტორი და მთავარი განმახორციელებელი შენ ხარ.

თეო: „სატურნისთავიანი ადამიანები“ არის მსგავსი იდეებით გაერთიანებული ყველაზე მშფოთვარე მეგობრულ-პოეტურ-შამანური კავშირი რაც ოდესმე გინახავთ. Saturnlyrik არის საიტი, რომელიც ახლახანს შევქმენით საკუთარი (და არა მხოლოდ) ხელოვნების განსათავსებლად.