მეტი არ ვიცი მხოლოდ რასაც ზღვა მეტყვის,
მითხრა დიდი ხნის წინათ, ან მომესმა
ქვიშებს დახლილ შორეულ ღრიალს როგორ ეუბნებოდა,
საზრისის ტალღებს აკვანში რომელთა
მჟღერ და მოძახილ ძალაშიც მე
ძინა.
მამაკაცბალღო, ასე იმღერდა
– ან იქნებ ქარიშხალმა დადგა ღამე
მოძრავ კედლად რომელმაც
წარმიტაცა ისე თითქოს დედური ბუდე
მოძერწა ძრწოლამ?
ტალღა სიცოცხლისა ჩემს სიცოცხლეზე
ბნელი მიქროდა წინაშე, და მე,
მეტად დიდი ვიდრე ვიყავი, დავბნელდი როგორც
ღრმა უნაპირო,
აღმოვცენდი ჩემგან, დავფერთხე დღის
უკანასკნელი შუქი
ჩემს თავს.
მამაკაცბალღო, იტყოდა ასე,
დაუბრუნდი ნაპირებს იმისა რაც ხარ.
ჩამოშლილ ნაპირებს დაუბრუნდი.
მთელი ღამე
დედურმა მიმოქცევებმა რომელშიც შენი
სიცოცხლე პირველად იქმნა პირქუშ
სხივებში დაარწყულეს მზის
სისხლიანი დიდებულება
და, მთვარის ზეიმურ მსვლელობათა
ქვეშ, ქუხილ-ქუხილ
დააფინა ძველი ლტოლვის
ჭექა-ჭექა, ცემა
რომლის ნამეორები გრძნეულებისა
მოგიღებს ბოლოს.
Leave a Comment