საყოველთაო ამნისტია – MIRKANI

უგემური. რძის ყავისფერი ძუძუსთავივით დანაოჭებული თეთრი ნაღები.
უგემური- წყალი.
ყველაფერი ძალიან მარტივია.
ყველაფერი საშინლად მარტივია.
ფანჯრის მიღმა გაშლილი სივრცე სიმულაციაა.
ფანჯარა კუბოში.
იყურე, რამდენ ხანსაც გინდა, ოდესმე მოგიწევს
გაწელილი ნაცრისფერის კევის მოკეცვა
და ფანჯრის მოკეტვა
ნაცრისფერი სიცარიელისთვის ფანჯრის მოკეტვა
და გაძლება შენი კუბოს მარტო უკუნში.
ჩემი… ჩემი კუბოს მარტო უკუნში.
მე ჩემი ბედი პუნქტებად ვიცი
კუბო ზრიალებს და მიწაში კაფსულასავით ვარდება
ვის აქვს იმხელა ხელები,
კუბოს ქვეშ ხელები ამოუდოს და არ გაუშვას?
ვინ გადაიგლეჯს ხელებს გაქანებით ჩავარდნილ ლიფტზე?
ბაგირები გხეხენ, იგლიჯები, იგლიჯები
არავის ვუღირვარ ამდენად
ვიღაცები ყვავილებს მადებენ სახეზე
ეს არაა თავგანწირვა, არც შველაა,
ვიღაცები უბრალოდ ცნობენ სახელს საფლავის ქვაზე
და თავს გადააქნევენ რომ ასე ადრე.
მაგრამ ამას ხელს არავინ შეუშლის, პრინციპულად, თუნდაც ხელების დაკარგვის ფასად.თმების მოკლედ შეჭრა.
ძველი კიკინის მუზეუმისთვის დატოვება.
წიგნების- არ ვიცი, ვისთვის.
დღიურების- ხვლიკისთვის
მშობლების- არ ვიცი ( )
ლექსების ჩემთვის
ნაწერების ჩემთვის
ტრავმების ყველასთვის
რომ შავ აჩრდილებად დაძრწოდნენ ბავშვებიან და კაცებიან და დედებიან სახლებში
და ჩემს ამბავს ყვებოდნენ
და ყველას აკივლებდნენ ტანჯვისგან
და თვალებს ვეღარ ხუჭავდნენ, იმის შიშით, რომ მე დამინახავდნენ.და, ალბათ, დატოვება ღიმილის,
ყველასთვის, ვისაც მარტოობა დავულბე
როტორც უკბილოს ხმელი პურიდა ლოყაზე უცაბედი კოცნისდა მკლავზე ხელის უცაბედი, თავშეუკავებელი ჩამოსმისდა ალბათ, გიჟი კივილების
რომლებსაც ვერ ვიკავებდა გიჟი სიცილების
ღამე წითელზე გადარბენისას
და გინებების და უხამსი ხუმრობებისდა ყვავილების, რომლებსაც მეგობრებს უცაბდად ვჩუქნიდი, 1 კვირაში გახმა, მაგრამ დამიმახსოვრეს…და თვალებში მოურიდებელი, გამჭოლი, თანამგრძნობი შეხედვითდა ალბათ, ჩემი სუნის, როცა მეხუტებოდნენ ზამთარში გაბმულად და ვარდისფერი პალტო მეცვა, ამბობდნენ, რომ ძალიან კარგი სუნი მაქვს, ჩემი სუნი, სუნამოსი არა, სხვა სუნი ჩემი.როცა მოვკვდები
აღარ ვიქნები კარგი დასანახი და დასასუნი.ყვავილებს გადამაკრავენ
რომ არ გამოჩნდეს, როგორი მკვდარი ვარ.
ალბათ, ახლაც ასეა და ამიტომაცაა ჩემთვის ყველაფერი კაშკაშა გამჭვირვალე ცელოფანი.ცხვირში ბუზები შემაცოცდებიან და მატლებს დაჩეკენ ჩემი ტვინის ხვეულებშისადაც იყვნენ სიტყვები, და ჩემი გრძნობები
ჩემი გრძნობების ყავის ნალექი.დაჭრილი ხახვის რგოლები.გატეხილი თერმომეტრი გულში
იყინება გაშლილი ვერცხლიწყალიდივანივით კომფორტულია ჩვენი ერთადერთი გზა,ჩემი გადარჩენა შეუძლებელია.მშვიდად ვიყოთ. საყოველთაო ამნისტია.